პერსი ბიში შელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ინფოდაფა მწერალი}}
{{ინდიელუ მწერალი}}
'''პერსი ბიში შელი''' ({{lang-en|Percy Bysshe Shelley}}) (დ. [[4 აგვისტო]], [[1792]] — გ. [[8 ივლისი]], [[1822]]) — [[ინგლისელები|ინგლისელი]] [[პოეტი]], [[რომანტიზმი|რომანტიკოსი]]. აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ლირიკული პოეტი ინგლისურენოვან [[პოეზია]]ში. შელის თანამოაზროვნეები და უახლოესი მეგობრები იყვნენ [[ჯონ კიტსი]] და [[ჯორჯ გორდონ ბაირონი]]. მისი მეუღლე იყო ცნობილი ნოველისტი [[მერი შელი]].
'''პერსი ბიში შელი''' ({{lang-en|Percy Bysshe Shelley}}) (დ. [[4 აგვისტო]], [[1792]] — გ. [[8 ივლისი]], [[1822]]) — [[ინგლისელები|ინგლისელი]] [[პოეტი]], [[რომანტიზმი|რომანტიკოსი]]. აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ლირიკული პოეტი ინგლისურენოვან [[პოეზია]]ში. შელის თანამოაზროვნეები და უახლოესი მეგობრები იყვნენ [[ჯონ კიტსი]] და [[ჯორჯ გორდონ ბაირონი]]. მისი მეუღლე იყო ცნობილი ნოველისტი [[მერი შელი]].



23:33, 6 იანვარი 2021-ის ვერსია

თარგი:ინდიელუ მწერალი პერსი ბიში შელი (ინგლ. Percy Bysshe Shelley) (დ. 4 აგვისტო, 1792 — გ. 8 ივლისი, 1822) — ინგლისელი პოეტი, რომანტიკოსი. აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ლირიკული პოეტი ინგლისურენოვან პოეზიაში. შელის თანამოაზროვნეები და უახლოესი მეგობრები იყვნენ ჯონ კიტსი და ჯორჯ გორდონ ბაირონი. მისი მეუღლე იყო ცნობილი ნოველისტი მერი შელი.

ადრეული მოღვაწეობა

შელი დაიბადა ფილდ ფლეისში, ინგლისში. შელის მამა - ტიმოთი შელი იყო პარლამენტის წევრი, ხოლო დედა - ელისაბეტ პილფორდი მამულს ფლობდა სასექსში. დაწყებითი განათლება მიიღო სახლში, ხოლო 1802 წ. ჩაირიცხა ბრენთფორდის აკადემიაში, სადაც მას უკიდურესად ჩაგრავდნენ. 1810 წ. გადავიდა ოქსფორდის უნივერსიტეტის კოლეჯში. შელის პირველი პუბლიკაცია იყო გოთური ნოველა ”ზასტროზი”, სადაც ათეისტური მსოფლმხედველობა გამოხატა. იმავე წელს პერსიმ თავის დასთან ელიზაბეტთან ერთად გამოსცა ”ვიქტორის და კაზირის ორიგინალური პოეზია”. 1811 წ. შელიმ გამოსცა მისი მეორე გოთური ნოველა ”წმ. ირვინი, ან როზენკრეიცელი” და პამფლეტი ”ათეიზმის აუცილებლობა”. შელის შეხედულებებმა შეაშფოთა კოლეჯის ხელმძღვანელობა და ის დაიბარეს საბჭოზე, სადაც ახალგაზრდა პოეტმა არ უარყო თავისი პოზიცია. 1811 წ. შელი და მისი თანამოაზრე ჰოგი კოლეჯიდან გარიცხეს. მოგვიანებით საქმეში ჩაერთო შელის მამა. კოლეჯის ხელმძღვანელობამ პერსის შესთავაზა სასწავლებელში აღდგენა, თუ მოინანიებდა თავის საქციელს, რაზედაც მეამბოხე პოეტმა კვლავ უარით უპასუხა. შელის რადიკალიზმმა მამა-შვილს შორის გამოწვია განხეთქილება. ოთხი თვის შემდეგ შელი დაქორწინდა 16 წლის ჰარიეთ ვესთბრუქზე. მალე, შელი ირლანდიის ნაციონალისტებს შეხვდა და გამოაქვეყნა მიმართვა ”ირლანდიელი ხალხისადმი”, რამაც ინგლისის მთავრობის ყურადღება მიიპყრო. შელი რევოლუციური პოეტი იყო. მისი პირველი დიდი პოემა ”დედოფალი მაბი” (1813) ეხება ჩაგრული კაცობრიობის მდგომარეობას ინდუსტრიულ სამყაროში. წიგნი არალეგალურად გამოცხადდა და შელის მიერ ვრცელდებოდა მხოლოდ ნაცნობებს შორის. 1821 - 1830 წწ. მრავალი პირატული ვერსია დაიბეჭდა და გავრცელდა ძირითადად მუშათა კლასში. პოემა მალე გადაიქცა პოლიტიკური მოძრაობის - ჩარტიზმის ერთგვარ ბიბლიად. 1814 წ. ქორწინებით უკმაყოფილო შელიმ ფეხმძიმე ცოლი და მცირეწლოვანი ქალიშვილი მიატოვა და იტალიური ენის შესასწავლად ლონდონში გადავიდა, უილიამ გოდვინის ოჯახში. აქ მან გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე მერი გოდვინი. მალე ისინი საფრანგეთში, მოგვიანებით კი შვეიცარიაში გადავიდნენ სამოგზაუროდ. ორიოდე თვის შემდეგ კი ისევ ლონდონში დაბრუნდნენ. 1815 წ. შელიმ დაწერა ”ალასტორი, ანუ მარტოობის სული”. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კრიტიკოსთა მიერ ეს პოემა მიჩნეულია შელის პირველ დიდი წარმატებად პოეზიაში, ნაწარმოებმა იმ დროის საზოგადოების ყურადღება არ მიიქცია. მოღვაწეობის ამ პერიოდში შელის შემოქმედებაში შეინიშნება ცნობილი ინგლისელი პოეტის უილიამ უორდსვორთის ძლიერი ზეგავლენა.

ბაირონი

1815 წ. გაზაფხულზე პერსი და მერი მეორედ გაემგზავრნენ შვეიცარიაში, სადაც ორი რომანტიკოსი პოეტი ერთმანეთს შეხვდნენ და დამეგობრდნენ. ჟენევას ტბის სანაპიროსთან, მეზობლად მცხოვრები შელი და ბაირონი ხშირად საუბრობდნენ საჭირბოროტო თემებზე. ჟენევას ტბაზე ბაირონთან ერთად ნავით გასეირნებისას მიღებული შთაბეჭდილებების შედეგად შელიმ დაწერა თავისი ცნობილი ოდა ”ჰიმნი იტელექტუალურ მშვენებას”.

ინგლისში დაბრუნება

1816 წ. მერი და პერსი ინგლისში დაბრუნდნენ. იმავე წელს მისმა მეუღლემ ჰარიეთმა თავი დაიხრჩო ჰაიდ პარკში. პერსიმ გადაწყვიტა ექორწინა მერიზე, ნაწილობრივ იმ მოტივითაც, რომ მეურვეობა მიეღო საკუთარ შვილებზე, მაგრამ სასამართლომ უარი განუცხადა. ახლადდაქორწინებული პერსი და მერი ბუქინგემშირში გადავიდნენ, სადაც მათი მეგობარი თომას ფიქოქი ცხოვრობდა. ამ პერიოდში შელიმ გაიცნო ჯონ კიტსი. 1818 წ. შელიმ დაწერა ”ლაონი და ციტნა, ანუ ოქროს ქალაქის რევოლუცია”, რომელიც შემდეგ გადააკეთა და გამოსცა ახალი სათაურით ”ისლამის აჯანყება”.

იტალია

შელის დაკრძალვა. ლ.ე. ფურნიე, 1889.

1818 წ. პერსი და მერი თავის დასსთან კლერ კლერმონტთან ერთად იტალიაში გადავიდნენ. კლერს ბაირონსგან ქალიშვილი ჰყავდა სახელად ალეგრა. რომელიც 5 წლის ასაკში ტიფისგან დაიღუპა. შელიმ ამ პერიოდში დაწერა ”განთავისუფლებული პრომეთე”. 1818 და 1819 წწ. შელის ოჯახს უბედურება დაატყდა; მათ რომში დაეღუპათ ჯერ ვაჟიშვილი ვილი, ხოლო შემდეგ ახალშობილი კლარა ევერინა. პერსის ქალიშვილი ელენა ადელაიდა ნეაპოლში დაიბადა 1818 წ. მაგრამ მისი დედის ვინაობა კვლავაც დაუდგენელია. არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო შელის ოჯახის ძიძა ელზა ფოგი. გოგონა 1820 წ. წლინახევრის ასაკში გარდაიცვალა. 1819 წ. შელიმ დაწერა თავისი ცნობილი პოლიტიკური პოემა ”ანარქიის ნიღაბი” და ესსე ”რეფორმის ფილოსოფიური ხედვა”. 1821 წ. ავადმყოფობის შედეგად დაიღუპა ჯონ კიტსი. შელიმ მას მიუძღვნა ელეგია ”ადონისი”. 1822 წ. შელიმ და მისმა ინგლისელმა მხარდამჭერმა, პოეტმა და გამომცემელმა ლეი ჰანთმა გადაწყვიტეს ბაირონთან ერთად გამოეცათ ჟურნალი ”ლიბერალი”, რომელიც დაუპირისპირდებოდა იმ დროის კონსერვატიულ ინგლისურ პერიოდიკას. 1822 წ. 8 ივლისს შელი ლივორნოსთან მახლობლად შტორმის დროს დაიღუპა. არსებობს ვერსია, რომ შელის იალქნიან ნავს ”დონ ჟუანს” შეეჯახა უფრო დიდი ზომის ხომალდი. შელისთან ერთად დაიღუპა ორი ადამიანი. გადმოცემით, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შელის უთქვამს, რომ დაინახა თავისი ორეული, რომელმაც მას მოახლოებული სიკვდილი ამცნო. შელის ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ გამორიყა ზღვამ. შელის ცხედარს ნაპირზე ჩაუტარდა კრემაცია. პროცესიას ესწრებოდნენ ლეი ჰანტი და ლორდი ბაირონი. შელის ფერფლი დაიკრძალა რომში. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია ლათინური წარწერა Cor Cordium (გულთა გული).

შემოქმედება

შელის მემორიალი ოქსფორდში. ე. ფორდის სკულპტურა, 1892.

მნიშვნელოვანი ნაწარმოებები:

  • 1810 - ზასტროზი
  • 1810 - ვიქტორის და კაზირის ორიგინალური პოეზია
  • 1811 - წმ. ირვინი, ან როზენკრეიცელი
  • 1811 - ათეიზმის აუცილებლობა
  • 1813 - დედოფალი მაბი
  • 1814 - დეიზმის უარყოფა
  • 1815 - ალასტორი, ანუ მარტოობის სული
  • 1816 - მონ ბლანკი
  • 1817 - ჰიმნი ინტელექტუალურ შვენებას
  • 1817 - ლაონი და ციტნა, ანუ ოქროს ქალაქის რევოლუცია
  • 1817 - ისლამის აჯანყება
  • 1818 - ფრანკენშტეინი, ანუ თანამედროვე პრომეთე
  • 1819 - ოდა დასავლეთის ქარისადმი
  • 1819 - ანარქიის ნიღაბი
  • 1819 - ინგლისი 1819 წ.
  • 1820 - განთავისუფლებული პრომეთე
  • 1821 - ადონისი
  • 1821 - პოეზიის დასაცავად
  • 1822 - სიცოცხლის ტრიუმფი (დაუმთავრებელი)
  • 1822 - ღრუბელი

სქოლიო