სასამართლო
სასამართლო — ინსტიტუცია, ხშირად მთავრობის ორგანო, რომელსაც აქვს უფლებამოსილება გადაწყვიტოს სამართლებრივი დავები მხარეეს შორის, აღასრულოს მართლმსაჯულება სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებში სამართლის უზენაესობის შესაბამისად.[1]
სასამართლოები, როგორც წესი, შედგება მოსამართლეებისგან ან სასამართლო ოფიცრებისგან და, როგორც წესი, დგინდება და იშლება საკანონმდებლო ცვლილებებით. სასამართლოები ასევე შესაძლოა შეიქმნას კონსტიტუციით ან მასთან გათანაბრებული ინსტრუმენტით.
სასამართლოსათვის მინიჭებული უფლებამოსილება ცნობილია როგორც მისი იურისდიქცია, რომელიც აღწერს სასამართლოს ძალაუფლებას გადაწყვიტოს კონრეტული საკითხები.
სასამართლოების მრავალი სახეობა არსებობს, მათ შორის პირველი ინსტანციის სასამართლოები, სააპელაციო სასამართლოები, ადმინისტრაციული სასამართლოები, საერთაშორისო სასამართლოები და ტრიბუნალები.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სასამართლო არის პიროვნება ან ისნსტიტუცია, ხშირად სამხელწიფოს ნაწილი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება გადაწყვიტოს სამართლებრივი დავები მხარეეს შორის, აღასრულოს მართლმსაჯულება სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებში სამართლის უზენაესობის შესაბამისად.[1]
სასამართლოთა სისტემას, რომელიც განმარტავს და იყენებს კანონს, კოლექტიურად ეწოდება სასამართლო ხელისუფლება.
სასამართლოსათვის მინიჭებული უფლებამოსილება ცნობილია როგორც მისი იურისდიქცია (iūrisdictiō, მომდინარეობს iūris, რომელიც ნიშნავს "სამართლის", + dīcō, რომელიც ნიშნავს "გაცხადებას", + -tiō, რომელიც არის არსებითი სახელის შემქმნელი სუფიქსი). სასამართლო შედგება სულ მცირე სამი მხარისგან: მომჩივანი (სისხლის სამართლის შემთხვევაში მბრალდებელი) (āctor), რომელიც აყენებს სამართლებრივ პრეტენზიას, მოპასუხე (სისხლის სამართლის შემთხვევაში ბრალდებული), რომელიც პასუხობს და ეწინააღმდეგება მომჩიანის პრეტენზიას და სასამართლო ძალა (jūdex), რომელიც განიხილავს საქმებს, საზღვრავს სამართალს და, საჭიროების შემთხვვევაში, იყენებს უფლების აღდგენის საშუალებებს. თუმცა, სასამართლოში ხშირად ასევე იხილავთ მანდატურებს და ნაფიც მსაჯულებს.
როგორც წესი, სასამართლოებში მხარეებს ჰყავთ ადვოკატები.[2]
სასამართლოების ტიპები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სასამრთლოები შეიძლება იყოს ორგანიზებული იერარქიებში და ჰქონდეთ სპეციფიკური იურისდიქცია, მათ შორის არსებობს სპეციალური სასამართლოებიც.
პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პირველი ინსტანციის სასამართლოებში იმართება სასამართლო სხდომები, სხდომებს სხვადასხვა იურისდიქცია აქვთ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომები შეიძლება გაიმართოს როგორც მოსამარლეების წინაშე, ისე ნაფიც მსაჯულთა წინაშე, რასაც ხშირად ნაფიც-მსაჯულთა სასამართლოს უწოდებენ. ნაფიცმსაჯულთა სასამართლო უფრო ხშირად გამოიყენება საერთო სასმართლის ტრადიციის სახელმწიფოებში, ვიდრე სხვა სამართლის სისტემებში.
სააპელაციო სასამართლოები განიხილავენ პირველი ინსტანციის საასამართლოების გადაწყვეტილებების გასაჩივრების საკითხებს.
ზოგი სასამართლო, როგორიცაა გვირგვინის სასამართლო ინგლისსა და უელსში, ერთდოულად მოქმედებენ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს იურისდიქციით, ასევე სააპელაციო სასამართლოს იურისდიქციით.
კონტინენტური სამართლის სისტემის სასამართლოები და საერთო სასამართლის სისტემის სასამართლეობი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასავლური სამყაროს ორი უმთავრესი სამართლებრივ ტრადიციებს წარმოადგენს კონტინენტური სამართლის სისტემა და საერთო სამართლის სისტემა. კონტინეტური სამართლის სისტემა ძირითადად ეყრდნობა რომაულ სამართალს, კერძოდ კი სამართლის დარგს, რომელსაც ეწოდება Corpus Juris Civilis.[3] კონტინეტური სამართლის ეს თეორია ხელახლა აღმოაჩინეს XI საუკუნის მიწურულს, გახდა სამართლებრივი განათლების საწყისი ბოლონიის უნივერსიტეტში და შედეგად გავრცელდა კონტინენტური ევროპის უნივერსიტეტში.[3]
საერთო სამართლის სისტემა დააფუძლნეს ინგლისელმა სამეფო მოსამართლეებმა მეფის საბჭოში ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობის შედეგ, 1066 წელს.[4] სამეფო მოსამართლეებმა შექმნეს სამართლის ეს სისტემა შეიმუშავეს მოგაურობისას გაცნობილი ადგილობრივი სამართლებრივი ჩვეულებების კომბინაციით.[4] სამართლის ეს საერთო სტანდარტი ცნობილი გახდა, როგორც „საერთო სამართალი“. ამ სამართლებრივ ტრადიციას მიჰყვებიან ინგლისურ, ამერიკულ და ინგლისისა და ბრიტანეთის იმპერიის მიერ დაპყრობილი სახელმწფოების და ყოფილი კოლონიების ნაწილში.
როგორც საერთო სამართლის, ისე კონტინენტური სამართლის სისტემაში სასამართლო არის დავების გადაწყვეტის უმთავრესი საშუალება და ზოგადად აღთქმულია, რომ ყველა ადამიანს შეუძლია წარადგინოს საკუთარი პრეტენზია სასამართლოს წინაშე.
საერთაშორისო სასამართლოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Walker, David (1980). The Oxford Companion to Law. Oxford University Press, გვ. 301. ISBN 0-19-866110-X.
- ↑ Blackstone's Commentaries on the Laws of England – Book the Third – Chapter the Third : Of Courts in General. ციტირების თარიღი: 23 December 2017
- 1 2 von Mehren, Arthur T.; Murray, Peter L. (8 Jan 2007) Law in the United States. Cambridge University Press. ISBN 9781139462198.
- 1 2 Burnham, William (2006) Introduction to the Law and Legal System of the United States, 4th, St. Paul (Minn.): Thomson-West. ISBN 9780314158987.