ნოე ჟორდანია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 16: ხაზი 16:
|გარდაცვალების ადგილი = [[პარიზი]], [[საფრანგეთი]]
|გარდაცვალების ადგილი = [[პარიზი]], [[საფრანგეთი]]
|ქორწინება =
|ქორწინება =
|შვილები = [[რეჯებ ჟორდანია]]
|შვილები = ასმათ ჟორდანია, [[რეჯებ ჟორდანია]]
|მამა = [[ნიკოლოზ ჟორდანია]]
|მამა = ნიკოლოზ ჟორდანია
|დედა =
|დედა = ქრისტინე ჩიქოვანი
|რელიგია = [[მართლმადიდებლობა]]
|რელიგია = [[ათეიზმი]]
|ხელმოწერა =
|ხელმოწერა =
}}
}}

18:23, 25 აპრილი 2015-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟორდანია.
ნოე ჟორდანია
საქართველოს მეორე პრემიერ მინისტრი
მმართ. დასაწყისი: 24 ივლისი, 1918
მმართ. დასასრული: 18 მარტი, 1921
წინამორბედი: ნოე რამიშვილი
მემკვიდრე: თანამდებობა გაუქმდა
პარტია: საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 იანვარი 1868
დაბ. ადგილი: ლანჩხუთი, ქუთაისის გუბერნია
გარდ. თარიღი: 11 იანვარი, 1953
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
შვილები: ასმათ ჟორდანია, რეჯებ ჟორდანია
მამა: ნიკოლოზ ჟორდანია
დედა: ქრისტინე ჩიქოვანი
რელიგია: ათეიზმი

ნოე ჟორდანია (ფსევდონიმები: კოსტროვი, ანი, ნარი, ნარიძე და სხვა )(დ. 2 იანვარი/14 იანვარი, 1868, ლანჩხუთი – გ. 11 იანვარი, 1953, პარიზი) — სოციალ-დემოკრატი, მენშევიკების ერთ-ერთი ლიდერი, პუბლიცისტი. ჟორდანია იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 1918 წლის 24 ივლისიდან 1921 წლის 18 მარტამდე, გადასახლებული მთავრობის თავმჯდომარე — 1954 წლამდე.

ბიოგრაფია

ნოე ჟორდანია დაიბადა 1869 წლის 14 იანვარს, ღარიბი აზნაურის ოჯახში, გურიის სოფელ ლანჩხუთში, იმდროისთვის ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში. ჟორდანიას დედა ქრისტინე ჩიქოვანი წარმოშობით მეგრელი იყო. თანამედროვეთა გადმოცემით ჟორდანია განსაკუთრებით აფასებდა დედას.

დაწყებითი განათლება მიიღო ლანჩხუთის სოფლის სკოლაში. იქიდან გადავიდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. სასწავლებლის დასრულების შემდეგ ჟორდანიამ მშობლებს გამოუცხადა სურვილი თბილისში სწავლის გაგრძელებისა. მამამისმა წისქვილთან მდებარე ორი ქცევა მიწა გაყიდა და 1884 წელს ჟორდანია თბილისის სასულიერო სემინარიაში მიაბარა. მის მშობლებს იმედი ჰქონდათ, რომ მათი შვილი მღვდელი გამოვიდოდა.

სემინარიაში ჟორდანია იყო წევრი და ერთხანს ხელმძღვანელი მოსწავლეთა არალეგალური წრისა. მას არ აკმაყოფილებდა სემინარიის წიგნები და კითხულობდა აკრძალულ რუსულ რევოლუციურ-დემოკრატიულ ლიტერტურას (ჩერნიშევსკი, გერცენი), ასევე ხალხოსნური შინაარსის ლიტერატურასა და ჟურნალ-გაზეთებს, რომლითაც მას ძირითადად ზაქარია ჭიჭინაძე ამარაგებდა. რუსული ლიტერატურიდან ის ეცნობოდა რევოლუციურ აზრებს, სოციალურ და პოლიტიკურ მიმდინარეობებს, ქართული ლიტერატურიდან კი ნაციონალურ და პატრიოტულ სულისკვეთებას. უკვე სემინარიაშივე ჩამოუყალიბდა ჟორდანიას მტკიცე აზრი:

ვიკიციტატა
„მეფე ისეთივე გამოგონილი ავტორიტეტია, როგორც ღმერთი. ეს ორთავე ერთ დონეზე დავაყენე, ათეიზმი და რესპუბლიკანიზმი ერთიმეორის ტყუპათ დავსახე“

სემინარიელი ჟორდანია უკვე მესამე კლასიდან ოცნებობდა ევროპაში მოხვედრაზე. ამ მიზნის მისაღწევად ის შევიდა ლადო აღნიაშვილის ანსამბლში და მონაწილეობა მიიღო 1887 წელს თბილისის სახაზინო თეატრში გამართულ კონცერტში. ჟორდანიას იმდენად ჰქონდა მიზნის მიღწევის იმედი, რომ ა. მირიანაშვილთან ფრანგული ენის შესწავლაც დაიწყო, მაგრამ ანსამბლის მეშვეობით ევროპაში მაინც ვერ მოხვდა.

1889 წელს ჟორდანიამ მონაწილეობა მიიღო სემინარიელთა ერთკვირიან გაფიცვაში. მოსწავლეები ითხოვდნენ სემინარიაში ქართული ენის, ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიი სწავლების შემოღებას. ჟორდანია მონაწილეობდა სემინარიის ხელნაწერ ჟურნალებში „სინათლესა“ და „ყვავილში“, სადაც პირველი პაექრობა მოუხდა ფილიპე მახარაძესთან. სემინარიაში ჟორდანია ჩამოყალიბდა როგორც რევოლუციის მომხრე სოციალისტ-ნაროდნიკი. თბილისის სასულიერო სემინარია ჟორდანიამ 1890 წელს დაამთავრა და 1891 წელს გაემგზავრა ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში. მას ვეტერინარობა არც აინტერესებდა და არც უნდოდა, მაგრამ ეს იყო ინსტიტუტი, რომელშიც იღებდნენ სემინარიელებს. სწორედ აქ გაეცნო ის მარქსიზმის იდეებს. როგორც ჟორდანია თავად აღწერს, 1892 წელს მისი პოლიტიკური ევოლუცია, რაც გამოიხატა რუსული სოციალიზმიდან მარქსიზმზე გადასვლით. ამის შემდეგ ჟორდანიამ დაიწყო შესაბამისი ლიტერატურის კითხვა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გ. პლეხანოვის ბროშურამ „ვაი ტიხომიროვს“. მის მსოფლმხედველობაში მომხდარ არსებით ძვრებს ჟორდანია ვარშავიდან ატყობინებდა საქართველოში დარჩენილ მის თანამოაზრეებს ეგნატე ნინოშვილსა და სილიბისტრო ჯიბლაძეს. ვარშავაში, გარდა მარქსიზმისა, ჟორდანია გაეცნო პოლონეთის ეროვნულ მოძრაობას, რომელიც იბრძოლა პოლონეთის ავტონომიისთვის. ავადმყოფობის გამო ჟორდანია 1892 წლის აგვისტოს დასაწყისში იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო.

მენშევიკი ოპოზიციონერი

პოლიტიკური მოღვაწეობა ნოე ჟორდანიამ დაიწყო 90-იან წლებში. პირველად პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა მაშინ, როცა ავადმყოფობის (ფილტვების ანთება) გამო ერთი წლით სამშობლოში იყო დაბრუნებული. იგი აღმოჩნდა მარქსისტთა I შეკრებაზე ყვირილაში, ეგნატე ნინოშვილის სახლში.

საქართველოში საბოლოოდ დაბრუნებულმა ნიკოლოზ ჩხეიძესთან და გიორგი წერეთელთან ერთად დააარსა პირველი სოციალისტური პარტია საქართველოში ”მესამე დასი”. მეთაურობდა მის ოპორტუნისტულ ფრთას.

”საქართველოს თავისუფლების ლიგაში” მოღვაწეობის გამო ჟორდანიას ელოდა გასამართლება, რასაც თავი 1893-1897 წლებში საზღვარგარეთ გაქცევით დააღწია. საზღვარგარეთ ყოფნისას ლიბერალური გაზეთ „კვალის“ კორესპოდენტი იყო. 1898 წელს დაბრუნდა საქართველოში და გახდა რსდმპ-ს წევრი და დააარსა ჟურნალი ”სოციალ-დემოკრატია”. შემდგომში თანამშრომლობდა ლეგალურ მენშევიკურ გაზეთებში: „ელვა“, „ერთობა“ და სხვა.

1903 წელს რსდმპ II ყრილობაზე ლონდონში მიემხრო მენშევიკებს. ყრილობის შემდეგ გახდა კავკასიის მენშევიკების ლიდერი. ”საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა მუშათა პარტიამ” ის თავმჯდომარედ აირჩია. 1905 წელს რევოლუციის დროს რუსეთის სოციალ-დემოკრატებს შორის ტაქტიკური უთანხმოებისას ჟორდანია შეიარაღებული აჯანყებისა და რევოლუციური მთავრობის შექმნის წინააღმდეგ გამოდიოდა და პარლამენტს პოლიტიკური ბრძოლის ერთადერთ ფორმად მიიჩნევდა. 1906 წელს ის თბილისის საარჩევნო ოლქიდან აირჩიეს რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს (დუმა) წევრად. დუმაში ჟორდანია სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე გახდა.

რსდმპ IV (გამაერთიანებელ) ყრილობაზე (1906) გიორგი პლეხანოვთან ერთად მხარს უჭერდა „მიწის მუნიციპალიზაციის“ პროგრამას. რსდმპ V (ლონდონის) ყრილობაზე (1907) ჟორდანია აირჩიეს პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად მენშევიკების მხრიდან. იმავე წელს ვიბორგის მოწოდებაზე ხელმოწერის გამო 3 თვით დააპატიმრეს. ჟორდანია კომიტეტის წევრი იყო 1912 წლამდე. 1912 წელს ბაქოში ხელმძღვანელობდა მენშევიკურ გაზეთს ”ჩვენი სიტყვა”, ხოლო 1914 წელს თანამშრომლობდა ტროცკის ჟურნალში ”ბრძოლა”.

ჟორდანია „კულტურულ-ეროვნული ავტონომიის“ შექმნის იდეას უჭერდა მხარს და მასში ხედავდა ეროვნული საკითხის გადაჭრის გზას. არ ცნობდა ერთა თვითგამორკვევისა და ეროვნული სახელმწიფოს შექმნის უფლებას. უარყოფით დამოკიდებულებას იჩენდა ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ამ მოძრაობის მეთაურებისა და საქართველოს ისტორიის წარსულის მიმართ.

I მსოფლიო ომის დროს გიორგი პლეხანოვთან ერთად „ობორონცულ“ პოზიციებზე იდგა, ანუ მხარს უჭერდა ომს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ჟორდანია თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. იგი იყო კავკასიის მუშათა დეპუტატების საბჭოების სამხედრო ცენტრის თავმჯდომარე. ამ პერიოდში მკვეთრად ილაშქრებდა ბოლშევისტური ტენდენციების წინააღმდეგ. 1917 წლის სექტემბერში გაემგზავრა მოსკოვში, რათა დაეცვა მენშევიკების პოზიციები რუსეთის პარლამენტში, მაგრამ ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იმედგაცრუებული დაბრუნდა თბილისში.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

ჟორდანიამ, უარყოფითად აფასებდა რა ოქტომბრის რევოლუციას, დაიწყო ნაციონალიზმისკენ გადახრა. 1917 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე მოითხოვა საქართველოს სრული სუვერენიტეტი, ასევე მხარს უჭერდა ამიერკავკასიის ფედერაციის ჩამოყალიბებას. 9 დეკემბრიდან მეთაურობდა საქართველოს დამფუძნებელ კრებას. 1918 წლის 9 აპრილს გამოაცხადა ამიერკავკასიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

1918 წელს ამიერკავკასიის რესპუბლიკისა და ამიერკავკასიის სეიმის დაშლის შემდეგ ჟორდანია ფაქტობრივად აღმოჩნდა საქართველოს რესპუბლიკის დროებითი პარლამენტის თავმჯდომარე. იმავე წლის 26 მაისს მან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

24 ივლისიდან გახდა საქართველოს დროებითი მთავრობის თავმჯდომარე ნოე რამიშვილის ნაცვლად. 1918-1921 წლებში იყო დემოკრატიული საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე. გაატარა აგრარული რეფორმა, მიიღო ვრცელი კანონმდებლობა, შემოიღო 8 საათიანი სამუშაო დღე, ეწინააღმდეგებოდა ბოლშევიკურ და სეპარატისტულ ტენდენციებს. ცდილობდა, მიეღწია საქართველოს საერთაშორისო აღიარებისთვის.

საქართველოში თურქეთის ჯარების შეჭრის გამო გახდა გერმანიის მოკავშირე. შედეგად, საქართველოში შევიდნენ გერმანიის ჯარები, რომელიც გერმანიისა და მისი მოკავშირეების დამარცხების შემდეგ ინგლისის ჯარმა ჩაანაცვლა. ჟორდანიამ მოიპოვა ანტანტას ლიდერების ნდობა ანტიბოლშევიკური შეხედულებების გამო, რაც დაადასტურა 1919 წელს ბოლშევიკთა წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ დენიკინთან გაფორმებული ხელშკრულებით. რუსეთის სამოქალაქო ომში დენიკინის დამარცხების შემდეგ 1920 წლის 7 მაისს ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკასთან [1],. ამ ხელშეკრულებით დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის, ასევე, საქართველომ მიაღწია საერთაშორისო-სამართლებრივ აღიარებას.

ემიგრაცია და სიკვდილი

1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის მიერ თბილისის დაკავების შემდეგ ჟორდანიამ და მისმა მთავრობამ თავი შეაფარეს ჯერ ქუთაისს, ხოლო შემდეგ ბათუმს. იმავე წლის 18 მარტს ჟორდანია და მთავრობის სხვა წევრები წავიდნენ საფრანგეთში პოლიტკურ ემიგრაციაში.

თავდაპირველად ჟორდანია ცხოვრობდა პარიზში, ხოლო შემდეგ ლევილში, საიდანაც მონაწილეობდა საქართველოში 1924 წლის ამბოხების მომზადებაში. აჯანყების შემდეგ ჟორდანიას დედა და უფროსი ქალიშვილი ასმათი, რომლებსაც არ დაუტოვებიათ საქართველო 1921 წელს, დაიჭირეს და ბათუმის ციხეში ჩასვეს. ერთი კვირის შემდეგ მათ სერგო ქავთარაძემ ემიგრაციაში წასვლა შესთავაზა, მაგრამ ჟორდანიას დედამ უარი უთხრა. ჟორდანია წერდა წიგნებს, სადაც აკრიტიკებდა საბჭოთა კავშირს, როგოც ”იმპერიალიზმს რევოლუციის ნიღაბქვეშ”. 1968 წელს ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოქვეყნდა მისი წიგნი ”ჩემი წარსული (მოგონებანი)”.

ჟორდანია დაკრძალეს ლევილის სათემო სასაფლაოზე. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის 10 მარტს პატივისცემის ნიშნად გვირგვინით შეამკო მისი საფლავი, ხოლო ოჯახს შესთავაზა საქართველოში გადასვენება.

პარიზში არსებული ”ნოე ჟორდანიას ინსტიტუტი” სწავლობს ჟორდანიას მემკვიდრეობასა და სოციალ-დემოკრატიის ისტორიას საქართველოში.

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

საინტერესო ფაქტები

  • ჟორდანიას ნათესავი, ნინა თეიმურაზის ასული გეგეჭკორი, იყო ლავრენტი ბერიას მეუღლე.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • ჟორდანია, ნოე [პარიზი, 1953] (1990). ჩემი წარსული (მოგონებანი), პირველი გამოცემა, ქართული მემუარული ლიტერატურა, თბილისი: „სარანგი“. 

სქოლიო