შინაარსზე გადასვლა

ანტონ დენიკინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტონ დენიკინი
დაბადების თარიღი 16 დეკემბერი, 1872(1872-12-16)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი Szpetal, პოლონეთის სამეფო, რუსეთის იმპერია[6]
გარდაცვალების თარიღი 8 აგვისტო, 1947(1947-08-08)[7] [8] [1] [2] [3] [4] (74 წლის)
გარდაცვალების ადგილი ან-არბორი[7]
ჯარის სახეობა ქვეითი ჯარი
წოდება გენერალ-ლეიტენანტი
მეთაურობდა White Army, Western Front, Q500399?, Western Front, Southwestern Front და Volunteer Army
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი, რუსეთის სამოქალაქო ომი და რუსეთ-იაპონიის ომი
ჯილდოები საბრძოლო ჯვარი 1914–1918, აბანოს ორდენის რაინდი-კომანდორი, Order of St. Anna 2nd class with swords[9] , Order of St. Anne 3rd class with swords and bow[9] , წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, Order of Michael the Brave, 3rd class, Order of St. George, 3rd class, წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი, Q3332355?, ოქროს ხმალი მამაცობისათვის[10] , Medal "In memory of the 300th anniversary of Romanov dynasty", Medal 100 year 1812, Order of Saint Stanislaus, 2nd class with swords და Honorary Citizen of the Russian Empire

ანტონ ივანეს ძე დენიკინი (რუს. Анто́н Ива́нович Дени́кин; დ. 16 დეკემბერი [ძვ. სტ. 4 დეკემბერი], 1872, ვლოცლავეკი, რუსეთის იმპერია — გ. 8 აგვისტო, 1947, ენ არბორი, მიჩიგანი, აშშ) — რუსი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1916), რუსეთ-იაპონიის ომის აქტიური მონაწილე და პირველი მსოფლიო ომის აქტიური მონაწილე, პერვოპროხოდნიკი, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს თეთრი მოძრაობის (19181920 წლებში) ლიდერი, მონარქისტი, რუსეთის უმაღლესი მმართველის მოადგილე 1919–1920 წლებში.

დაამთავრა კიევის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი (1892), გენშტაბის აკადემია (1899). I მსოფლიო ომის (1914–18) დროს მეთაურობდა ბრიგადას, დივიზიას, მე-8 საარმიო კორპუსს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის აპრილ-მაისში იყო უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის უფროსი, შემდეგ — დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ფრონტების სარდალი. 1917 წლის დამლევს ლავრ კორნილოვთან ერთად მონაწილეობდა „მოხალისეთა არმიის“ შექმნაში, რომელსაც 1918 წლის აპრილიდან თვითონ ჩაუდგა სათავეში. 1918 წლის შემოდგომაზე გახდა „სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების“ მთავარსარდალი და რუს. უმაღლეს მმართველად გამოცხადებული ადმირალ ა. კოლჩაკის მოადგილე.

დენიკინი მტკიცედ იდგა „მთლიანი და განუყოფელი“ რუსეთის პრინციპებზე და არ აღიარებდა რევოლუციის შემდეგ აღმოცენებულ დამოუკიდებელ ერთეულებს, მ. შ. საქართველოს; პრეტენზიას აცხადებდა ყოფილი იმპერიის მთელს სამხედრო ქონებაზე. საქართველოსთან კონფლიქტი ძირითადად ამიერკავკასიაში დაგროვილი სამხედრო ქონებისა და აფხაზეთზე ტერიტორიული პრეტენზიის გამო ჰქონდა. ამ საკითხებზე 1918 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობასა და დენიკინის წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკება. მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, რომელიც ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ ანტისაბჭოთა ძალებს შორის დაპირისპირების პრევენციას ცდილობა, შუამავლობა იკისრა და შავიზღვისპირეთში საქართველოსა და დანიკინის ჯარებს შორის სადემარკაციო ხაზი დააწესა. დენიკინის სამხედრო-პოლიტიკურ დასაყრდენი ამიერკავკასიაში „რუსთა ეროვნული საბჭო“ იყო. საკუთარი შესაკრები ბიუროების მეშვეობით დენიკინმა მოხალისეთა არმიაში გასაწვევად მარტო თბილისში 4000-ზე მეტი ოფიცერი აღრიცხა. დენიკინის დამარცხების შემდეგ (1920) მოხალისეთა არმიის ცალკეული ნაწილები საქართველოზე გავლით ყირიმში გადაიყვანეს, თავად კი საზღვარგარეთ წავიდა. დენიკინს ეკუთვნის სამოქალაქო ომზე დაწერილი მემუარები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  3. 3.0 3.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  4. 4.0 4.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  5. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  6. Deutsche Nationalbibliothek Record #119112361 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  7. 7.0 7.1 Деникин Антон Иванович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  8. Encyclopædia Britannica
  9. 9.0 9.1 https://www.sgu.ru/archive/old.sgu.ru/files/nodes/9659/09.pdf
  10. Деникин Антон Иванович