ცხინვალი (საფეხბურთო კლუბი)
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი ცხინვალი | ||
---|---|---|---|
დაარსდა | 2007 | ||
სტადიონი |
ქართლი გორი, საქართველო (ტევადობა: 1,500) | ||
პრეზიდენტი | მურთაზ შელია | ||
მწვრთნელი | კახაბერ კაჭარავა | ||
ლიგა | უმაღლესი ლიგა | ||
2018 | მე–9 | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
„ცხინვალი“ — ქართული საფეხბურთო კლუბი. თამაშობს გორის „ქართლის“ სტადიონზე. 2007 წელს საფეხბურთო კლუბ „ცხინვალთან“ გაერთიანებით შეიქმნა საფეხბურთო კლუბი ცხინვალის „სპარტაკი“. 2015 წლის იანვრიდან კლუბი საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ სახელით გამოდის.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქ ცხინვალის საფეხბურთო კლუბი 1936 წელს დაარსდა. გუნდს არაერთხელ შეეცვალა სახელი, მაგრამ, უმეტესად «სპარტაკი» ერქვა. საბჭოთა კავშირის ეპოქაში ცხინვალელთა გუნდი საქართველოს პირველობასა და თასის გათამაშებაში, ამიერკავკასიის, შემდეგ კი სხვადასხვა ზონებში გამოდიოდა. საბჭოური ხანიდან 1987 წელი ცხინცალის «სპარტაკისთვის» ყველაზე ღირსსახსოვარი იყო. 1987 წლის ნოემბერში ცხინვალელებმა საქართველოს თასი მოიგეს. ფინალამდე «სპარტაკმა» ხაშურის «ივერიას» 4:1 სძლია, თასის წინა გამარჯვებული ბოლნისის «სიონი» სტუმრად 1:0 დაამარცხა და ნეიტრალურ მოედანზე «დუშეთს» 2:1 მოუგო. «სპარტაკმა» ფინალში ოზურგეთის «მერცხალი» 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი მატჩის მე-15 წუთზე ალან ჯიოევმა ვლადიმერ ჩოჩიევის გადაცემის შედეგად გაიტანა. ფინალში, რომლის მთავარი მსაჯი მევლუდ მიმინოშვილი იყო, ცხინვალელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: რამაზ კობალაძე, სერგო გაბელაია, ვადიმ ჯიოევი, ინალ ჯიოევი, მელსიკ დურგლიშვილი, ვიაჩესლავ მარგიევი, ვალერი ჩოჩიევი, ვაჟა ხუბეჯიშვილი, ახსარ ბეკოევი, გია ხუბეჯიშვილი, ალან ჯიოევი. თბილისში, ლოკომოტივის" სტადიონზე" გამართული ფინალური მატჩის შემდეგ ცხინვალელებს საქართველოს თასი გადასცეს.
ზედა რიგში (მარცხნიდან მარჯვნივ): ვლადიმერ ხაჩიროვი, ჩერმენ გათიკოევი, ვლადიმერ კოზაევი (მთავარი მწვრთნელი), გოდერძი რომელაშვილი, გია ხუბეჯიშვილი, ვაჟა ხუბეჯიშვილი, ვადიმ ჯიოევი, რამაზ კობალაძე, ალან ჯიოევი, ინალ ჯიოევი, ალან ჯიოევი (მწვრთნელი); ქვედა რიგში: იგორ გობოზოვი, მელსიკ დურგლიშვილი, ახსარ ბეკოევი, ვლადიმერ ჩოჩიევი, სერგო გაბელაია, ვიაჩესლავ მარგიევი; ცხინვალის «სპარტაკი» ფეხბურთელები, ბახვა თედეევი, ახსარ ბეკოევი, ინალ ჯიოევი და სხვები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდნენ. 1987 წელს ცხინვალელებმა, თბილისში, მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფი საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრები (მთ. მწვრთნელები ბორის იგნატიევი) 2:0 დაამარცხა, ბურთები ვალერი ჩოჩიევმა და გიორგი ხუბეჯიშვილმა გაიტანეს. ორივე საგოლე პასი სამხრეთ ოსეთის რეგიონული ფედერაციის ახლანდელმა პრეზიდენტმა სერგო გაბელაიამ გააკეთა.
1989 წელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველ (ზედა) რიგში მარცხნიდან მარჯვნივ: ვალერი კოზაევი (მთავარი მწვრთნელი), მელსიკ სანაკოევი, ვლადიმერ მიხაილოვი, გია კახნიაშვილი, ვასილ ძაგოევი, ინალ გაგიევი, ალექსანდრე კოკოევი, ინალ ჯიოევი, გია ხუბეჯიშვილი (მთავარი მწვრთნელის თანაშემწე). მეორე (ქვედა) რიგში მარცხნიდან მარჯვნივ: ვალერი გობოზოვი, ზაზა რომელაშვილი, რამაზ ალბოროვი, თემურ სანაკოევი, ალბერტ დოგუზოვი, მალხაზ კაცელაშვილი, იგორ გობოზოვი, ზურაბ მაისაშვილი.
ახლო წარსული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990-2003 წლებში ცხინვალელთა გუნდს ლიახვი ერქვა, 2003-07 წლებში კი ცხინვალის სახელით იასპარეზა. 2007 წლიდან კი ისევ ცხინვალის სპარტაკია. სამაჩაბლოს ცნობილი მოვლენების შემდეგ, გუნდის დისლოკაციის ადგილი ცხინვალის ნაცვლად, გორი გახდა.
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ჯერჯერობით, ცხინვალის სპარტაკისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი 2009-10 წლების სეზონი იყო. ჩვენმა გუნდმა ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების ნახევარფინალში იასპარეზა. ცხინვალის სპარტაკში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები — გიორგი დემეტრაძე, ლადო ბურდული, სოსო გრიშიკაშვილი და ლაშა ჯაკობია გამოდიოდნენ. გუნდში დღესაც არიან ახალგაზრდული და ჭაბუკთა ასაკობრივი ნაკრები გუნდების წევრ-კანდიდატები. გუნდს სერგო გაბელაია, კობა ჟორჟიკაშვილი, ვლადიმერ ხაჩიძე, გოჩა ჩიქოვანი, ბადრი კვარაცხელია წვრთნიდნენ. 2011 წლის 15 სექტემბრიდან ცხინვალის სპარტაკის მთავარი მწვრთნელი კვლავ ვლადიმერ ხაჩიძე გახდა.
შემადგენლობა 2014/2015
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას.
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
2014/2015 წლის ტრანსფერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოვიდნენ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოზ. | ფეხბურთელი | ყოფილი კლუბი |
---|---|---|
მეკარე | სანდრო ბენდიანიშვილი | ლოკომოტივი თბილისი |
მცველი | გიორგი სეფიაშვილი | სასკო |
მცველი | გიორგი კაჭკაჭიშვილი | თავისუფალი აგენტი |
მცველი | რევაზ ქემოკლიძე | სიონი ბოლნისი |
მცველი | ბიძინა მახარობლიძე | დინამო-2 თბილისი |
მცველი | ნიკოლოზ ჯიშკარიანი | დილა გორი |
მცველი | ვასილ ბაჩიაშვილი | დილა გორი |
ნახევარმცველი | ჭიაბერ ჭეჭელაშვილი | დინამო-2 თბილისი |
ნახევარმცველი | მიხეილ ჯიშკარიანი | დინამო-2 თბილისი |
ნახევარმცველი | ბექა მუმლაძე | დინამო-2 თბილისი |
ნახევარმცველი | ლაშა ქოჩლაძე | დილა-2 გორი |
ნახევარმცველი | მერაბ გიგაური | მეტალურგი რუსთავი |
ნახევარმცველი | ირაკლი ლექვთაძე | ტორპედო ქუთაისი |
ნახევარმცველი | ნიკოლოზ ახვლედიანი | თავისუფალი აგენტი |
ნახევარმცველი | დავით იმედაშვილი | სიონი ბოლნისი |
ნახევარმცველი | ბაქარ ქარდავა | გაგრა |
ნახევარმცველი | რატი ცაცკრიალაშვილი | გაგრა |
ნახევარმცველი | სოსო მალანია | სასკო |
ნახევარმცველი | ვარლამ კილასონია | მეტალურგი რუსთავი |
ნახევარმცველი | თეიმურაზ მარკოზაშვილი | ტორპედო ქუთაისი |
ნახევარმცველი | თორნიკე თარხნიშვილი | ვენტსპილსი |
თავდამსხმელი | დათო დარციმელია | თავისუფალი აგენტი |
თავდამსხმელი | ლაშა შინდაგორიძე | დინამო-2 თბილისი |
თავდამსხმელი | ბუბა რუხაძე | თავისუფალი აგენტი |
თავდამსხმელი | დავით გელაშვილი | მეტალურგი რუსთავი |
თავდამსხმელი | ბაჩანა არაბული* | დილა გორი |
თავდამსხმელი | გიორგი ფანცულაია | ზესტაფონი |
* — იჯარით
** — იჯარიდან
წავიდნენ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოზ. | ფეხბურთელი | ახალი კლუბი |
---|---|---|
მცველი | კონსტანტინე ხიზანეიშვილი | მეტალურგი რუსთავი |
მცველი | ნიკა მგელაძე | დინამო ბათუმი |
მცველი | გიორგი გაგნიძე | თავისუფალი აგენტი |
მცველი | ლევან კაკუბავა | ომონია ნიქოზია |
მცველი | გიორგი სეფიაშვილი | დინამო ბათუმი |
მცველი | გივი იოსელიანი | ტორპედო ქუთაისი |
მცველი | რევაზ ქემოკლიძე | თავისუფალი აგენტი |
ნახევარმცველი | დავით ნანიევი | თავისუფალი აგენტი |
ნახევარმცველი | თორნიკე თუხარელი | შუქურა ქობულეთი |
ნახევარმცველი | ვალიკო ტყემალაძე | ზუგდიდი |
ნახევარმცველი | თემურ შონია | დინამო ბათუმი |
ნახევარმცველი | ლაშა პარუნაშვილი** | დინამო-2 თბილისი |
ნახევარმცველი | ჭიაბერ ჭეჭელაშვილი | დილა გორი |
ნახევარმცველი | ბექა მუმლაძე | ბორჯომი |
ნახევარმცველი | თამაზ მაქაცარია | დინამო ბათუმი |
ნახევარმცველი | გიორგი თექთურმანიძე | დილა გორი |
ნახევარმცველი | მერაბ გიგაური | კოლხეთი-1913 ფოთი |
ნახევარმცველი | ნიკოლოზ ახვლედიანი | თავისუფალი აგენტი |
თავდამსხმელი | ვახტანგ ფანცხავა | სამგურალი წყალტუბო |
თავდამსხმელი | დავით გელაშვილი | მეტალურგი რუსთავი |
თავდამსხმელი | ზვიად მეტრეველი | შუქურა ქობულეთი |
თავდამსხმელი | ირაკლი ეხვაია | ზუგდიდი |
თავდამსხმელი | ლაშა ჩაფიძე** | დინამო-2 თბილისი |
* — იჯარით
** — იჯარიდან
მუქი შრიფტით — ტრანსფერები, რომლებიც განხორციელდა ზამთრის სატრანსფერო ფანრჯისას.
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს საბჭოთა თასი
- ჩემპიონი: 1987
- პირველი ლიგა
- ჩემპიონი: 2013
- მესამე ადგილი: 1997, 2005
გამოჩენილი ფეხბურთელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვლადიმერ ბურდული
- ლევან მელქაძე
- გიორგი დემეტრაძე
- სოსო გრიშიკაშვილი
- ნუკრი გოგოხია
- მამუკა ღონღაძე
- შოთა კაშია
- გივი კვარაცხელია
- დავით ლომაია
- ირაკლი სირბილაძე
- დიმიტრი ტატანაშვილი
- ირაკლი ძარია
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "სპარტაკის" ნაცვლად "ცხინვალი" - ახალი სახელწოდება, ლოგო და ფეხბურთელები, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 19 იანვარი, 2015.
|
|
|