ირაკლი ლექვთაძე
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ირაკლი ლექვთაძე | ||
დაბადების თარიღი | 30 აგვისტო, 1991 | ||
დაბადების ადგილი | წყალტუბო, საქართველო | ||
სიმაღლე | 170 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2009–2012 | დინამო თბილისი | 46 | (8) |
2011–2012 | → დილა გორი | 9 | (1) |
2012–2013 | დინამო თბილისი | 3 | (0) |
2012–2013 | დინამო-2 თბილისი | 5 | (3) |
2012–2014 | → სიონი | 13 | (3) |
2013 | დინამო თბილისი | 4 | (0) |
2014 | ტორპედო ქუთაისი | 11 | (3) |
2014–2016 | სპარტაკი ცხინვალი | 52 | (8) |
2016–2020 | ჩიხურა საჩხერე | 69 | (9) |
2020 | დილა გორი | 15 | (2) |
2021 | სამგურალი | 31 | (2) |
2022–2023 | შუქურა | 35 | (7) |
2023–2024 | გარეჯი საგარეჯო | 40 | (7) |
2025– | შტურმი სართიჭალა | 1 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2011 | საქართველო 21-წლ. | 2 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 მარტი, 2025 |
ირაკლი ლექვთაძე (დ. 30 აგვისტო, 1991, წყალტუბო) — ქართველი ფეხბურთელი, ლიგა 3-ის გათამაშების მონაწილე საფეხბურთო კლუბ სართიჭალის „შტურმის“ ნახევარმცველი. სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „დინამოს“, გორის „დილას“, საჩხერის „ჩიხურას“, ქუთაისის „ტორპედოს“ და სხვა ქართული კლუბების ღირსებას. ბოლოს ლექვთაძე საგარეჯოს „გარეჯში“ თამაშობდა და თავისი წვლილი შეიტანა კახური კლუბის ეროვნულ ლიგაში აღზევებაში.[1]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013 წელს ლექვთაძემ ლევან ხმალაძესთან და გიორგი შაშიაშვილთან ერთად „დინამო“ დატოვა.[2] 2014 წლიდან, სეზონის დასრულებამდე ქუთაისის „ტორპედოს“ შეუერთდა, შემდეგ კი ცხინვალის „სპარტაკში“ გადავიდა.
2020 წლის სეზონი გორის „დილაში“ იასპარეზა, სადაც 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი ბურთი შეაგდო.[3]
2021 წლის სეზონზე „სამგურალის“ შემადგენლობაში ჩატარებულ 31 შეხვედრაში ორჯერ აიღო მეტოქეთა კარები.
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ვიცე-ჩემპიონი: 2009–10, 2010–11
- საქართველოს თასის ფინალისტი: 2009–10
- საქართველოს სუპერთასის ფინალისტი: 2009, 2013
- საქართველოს თასის მფლობელი: 2011–12
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ირაკლი ლექვთაძე — ეროვნული ლიგის ოფიციალურ საიტზე
- პროფილი Transfermarkt-ზე
- პროფილი Soccerway-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 30 აგვისტო
- დაბადებული 1991
- ეროვნული ლიგის ფეხბურთელები
- ქართველი ფეხბურთელები
- გორის დილას ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- ბოლნისის სიონის ფეხბურთელები
- ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელები
- ცხინვალის ფეხბურთელები
- საჩხერის ჩიხურას ფეხბურთელები
- ქობულეთის შუქურას ფეხბურთელები
- წყალტუბოს სამგურალის ფეხბურთელები
- საგარეჯოს გარეჯის ფეხბურთელები