შინაარსზე გადასვლა

ლაშა პარუნაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაშა პარუნაშვილი
თბილისის „დინამოში“
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლაშა პარუნაშვილი
დაბადების
თარიღი
14 თებერვალი, 1993 (1993-02-14) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 181 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
2009–2010 სასკო
2010–2011 მეტალურგი რუსთავი
2011 სიონი ბოლნისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2011–2017 დინამო თბილისი 65 (2)
2012–2013   დინამო-2 თბილისი 24 (7)
2013   სიონი ბოლნისი 11 (0)
2014   სპარტაკი ცხინვალი 14 (2)
2017–2022 ესბიერგი 137 (5)
2022–2023 საბურთალო 16 (0)
2023 მაქტაარალი 11 (0)
2024 სამტრედია 6 (0)
ეროვნული ნაკრები
2011–2012 საქართველო 19 წლ. 6 (1)
2012–2014 საქართველო 21 წლ. 8 (1)
2017–2019 საქართველო 2 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ლაშა პარუნაშვილი (დ. 14 თებერვალი, 1993, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, ნახევარმცველი.[1]

ლაშა პარუნაშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია. პროფესიონალური კარიერა 2011 წელს „დინამო თბილისში“ დაიწყო. თამაშობდა ბოლნისის „სიონში“, ცხინვალის „სპარტაკში“. 2017 წელს უცხოეთში პირველად წავიდა და დანიური „ესბიერგის“ ფორმა მოირგო.

დანიაში გატარებული 5 წლის შემდეგ, 2022-ში „საბურთალოში“ დაბრუნდა და ორი წელი ითამაშა. ბოლოს, 2023 წლიდან პარუნაშვილი ყაზახურ „მაქტაარალში“ გამოდიოდა.[2]

2011 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2017 წლის 23 იანვარს უზბეკეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დუბაიში, „სევენს სტეიდიუმზე“ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. ლაშა პარუნაშვილმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ხოლო შეხვედრის 57-ე წუთზე მის ნაცვლად მოედანზე ბაჩანა არაბული შევიდა. მატჩი ფრედ 2–2 დასრულდა.[3][4][5][6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]