ბაჩანა არაბული
|
| |||
| პირადი მონაცემები | |||
|---|---|---|---|
| სრული სახელი | ბაჩანა არაბული | ||
| დაბადების თარიღი | 5 იანვარი, 1994 | ||
| დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
| სიმაღლე | 187 სმ | ||
| სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
| საკლუბო ინფორმაცია | |||
| მიმდინარე კლუბი | თელავი | ||
| ნომერი | 32 | ||
| პროფესიონალური კარიერა* | |||
| წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
| 2011–2015 | საბურთალო | 0 | (0) |
| 2013 | → დილა გორი | 4 | (5) |
| 2014 | → ალკორკონი | 8 | (3) |
| 2014–2015 | → დილა გორი | 9 | (1) |
| 2015 | → ცხინვალი | 4 | (0) |
| 2015–2017 | დინამო თბილისი | 38 | (13) |
| 2016 | → სამტრედია | 14 | (7) |
| 2017–2018 | ბალმაზუივაროში | 29 | (9) |
| 2018–2019 | პუშკაშ აკადემია | 22 | (5) |
| 2019–2020 | პანიონიოსი | 28 | (6) |
| 2020–2022 | ლამია | 45 | (8) |
| 2022–2023 | მაკარტური | 15 | (5) |
| 2023–2024 | ნეფთჩი ფერგანა | 10 | (0) |
| 2024 | გიონგნამი | 26 | (9) |
| 2025 | უნირეა სლობოცია | 6 | (2) |
| 2025– | თელავი | 8 | (1) |
| ეროვნული ნაკრები | |||
| 2010–2011 | საქართველო 17 წლ. | 3 | (2) |
| 2012–2013 | საქართველო 19 წლ. | 9 | (3) |
| 2014–2016 | საქართველო 21 წლ. | 4 | (1) |
| 2017–2019 | საქართველო | 7 | (0) |
|
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 14 დეკემბერი, 2025 | |||
ბაჩანა არაბული (დ. 5 იანვარი, 1994, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, „თელავის“ თავდამსხმელი.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვადასხვა დროს თამაშობდა „საბურთალოში“, გორის „დილაში“, ესპანურ „ალკორკონში“, „ცხინვალში“, თბილისის „დინამოში“, „სამტრედიაში“, უნგრულ „ბალმაზუივაროშსა“ და „პუშკაშ აკადემიაში“, ბერძნულ „პანიონიოსსა“ და „ლამიაში“, ავსტრალიურ „მაკარტურსა“ და უზბეკურ ფერგანის „ნეფთჩიში“, ასევე სამხრეთკორეულ „გიონგნამსა“ და რუმინულ „უნირეა სლობოციაში“.[1][2]
2024 წლის 5 მაისს, სამხრეთ კორეის K ლიგა 2-ში „ჩონამ დრეგონზი“ შინ „გიონგნამთან“ 1–3 დამარცხდა. გამარჯვებულთა ქართველმა ფორვარდმა ბაჩანა არაბულმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. არაბულმა ანგარიში 34-ე წუთზე სტანდარტული მდგომარეობის გათამაშების შემდეგ გახსნა, ხოლო 52-ე წუთზე მოპოვებული პენალტი უნაკლოდ შეასრულა და თავისი გუნდი ორი ბურთით დააწინაურა. მესამე გოლი არაბულმა 71-ე წუთზე თავური დარტყმით გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ბაჩანას მეოთხედაც შეეძლო „ჩონამის“ კარის აღება, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.[3][4]
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2017 წლის 23 იანვარს უზბეკეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დუბაიში, „სევენს სტეიდიუმზე“ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. არაბულმა შეხვედრის 57-ე წუთზე ლაშა პარუნაშვილი შეცვალა. მატჩი ფრედ 2–2 დასრულდა.[5][6][7]
ეროვნული ნაკრების რიგებში ბოლოს 2019 წლის 19 ნოემბერს, ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი სტუმრად, „ალდო დროზინას“ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2–1 დასრულდა.[8]
სანაკრებო სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განახლდა: 19 ნოემბერი, 2019
| ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
|---|---|---|---|
| საქართველო |
2017 | 3 | 0 |
| 2018 | 3 | 0 | |
| 2019 | 1 | 0 | |
| ჯამში | 7 | 0 | |
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დინამო თბილისი
- საქართველოს ჩემპიონი: 2015–16
- საქართველოს თასის მფლობელი: 2015–16
- საქართველოს სუპერთასის მფლობელი: 2015
- სამტრედია
- დილა გორი
- საქართველოს ვიცე-ჩემპიონი: 2012–13
- საქართველოს თასის ფინალისტი: 2012–13
- მაკარტური
- ავსტრალიის თასის მფლობელი: 2022
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პროფილი Transfermarkt-ზე
- პროფილი Soccerway-ზე
- პროფილი დინამო თბილისის ოფიციალურ საიტზე
- ბაჩანა არაბული — National-Football-Teams.com
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბაჩანა არაბულმა კორეული კლუბი დატოვა
- ↑ ბაჩანა არაბული რუმინეთის „უნირეა სლობოციაში“ ითამაშებს
- ↑ სამხრეთ კორეაში „გიონგნამმა“ ბაჩანა არაბულის ჰეთთრიკით მოიგო
- ↑ არაბულის ჰეთ-თრიკი სამხრეთ კორეაში
- ↑ უზბეკეთი 2–2 საქართველო // Nakrebi.ge
- ↑ Uzbekistan 2–2 Georgia / Friendlies. espn.com
- ↑ Uzbekistan 2–2 Georgia / Friendlies. national-football-teams.com
- ↑ Croatia 2–1 Georgia / Friendlies. national-football-teams.com
- არაბულები
- დაბადებული 5 იანვარი
- დაბადებული 1994
- ქართველი ფეხბურთელები
- საბურთალოს ფეხბურთელები
- გორის დილას ფეხბურთელები
- ცხინვალის ფეხბურთელები
- ნეფჩი ფერგანას მოთამაშეები
- თელავის ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- სამტრედიის ფეხბურთელები
- ალკორკონის ფეხბურთელები
- პანიონიოსის ფეხბურთელები
- საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები
- ეროვნული ლიგის ფეხბურთელები
- ტერსერა დივიზიონის ფეხბურთელები
- რუმინეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- საბერძნეთის სუპერლიგის ფეხბურთელები
- ავსტრალიის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთლები
- ცოცხალი ადამიანები