ჰისტოლოგია
იერსახე
ჰისტოლოგია (ბერძ. Ιστολογία < ἱστός „ქსოვილი“ + λόγος „მეცნიერება“) — მეცნიერება მცენარეებისა და ცხოველების უჯრედებისა და ქსოვილების მიკროსკოპული აგებულების შესახებ. ხორციელდება ქსოვილის თხელი ფენის დათვალიერებით ოპტიკური ან ელექტრონული მიკროსკოპით. ჰისტოლოგია ბიოლოგიისა და მედიცინის არსებითი ნაწილია. ჰისტოპათოლოგია, პათოლოგიური ანატომიის მნიშვნელოვანი დარგია, რომლის როლი განსაკუთრებით დიდია სიმსივნის დიაგნოზტიკისას.
არჩევენ ზოგად ჰისტოლოგიას, რომელიც იკვლევს ქსოვილების განვითარების, აგებულებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს და კერძო ჰისტოლოგიას, რომელიც შეისწავლის მრავალუჯრედიანი ცხოველების ორგანოების შემადგენელი ქსოვილების თვისებებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გ. პაპიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 672-673.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ჰისტოლოგიის პროტოკოლები დაარქივებული 2010-12-21 საიტზე Wayback Machine.
- ჰისტოვები დაარქივებული 2010-12-26 საიტზე Wayback Machine.
- ჰისტოლოგიის ლექსიკონი
- ლურჯი ჰისტოლოგია დაარქივებული 2010-12-01 საიტზე Wayback Machine.