ჯანყი გურიაში
„ჯანყი გურიაში“ | |
---|---|
| |
ავტორი | ეგნატე ნინოშვილი |
ქვეყანა | რუსეთის იმპერია |
ენა | ქართული |
ჟანრი |
ისტორიული რომანი სოციალური რომანი |
გამოცემის თარიღი | 1888 - 1889 |
გვერდი | 152 |
ჯანყი გურიაში — ეგნატე ნინოშვილის ისტორიული რომანი 1841 წლის გურიის აჯანყების შესახებ. რომანზე მუშაობა საფრანგეთმოვლილმა მწერალმა 1887 წელს დაიწყო, როდესაც გრიგოლ გურიელის მდივნად დაიწყო მუშაობა. გურიელის ბიბლიოთეკაში ორაგვეში ნინოშვილს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა აჯანყების მასალებს. ავტორისავე გადმოცემის მიხედვით, 1889 წლის მაისის ბოლომდე იწერებოდა. ეს იყო ნინოშვილის პირველი მხატვრული ნაწარმოები.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1841 წლის გურიის აჯანყებაში გლეხებთან ერთად მთავრობით უკმაყოფილო თავადაზნაურობაც მონაწილეობს - ამბოხით სარგებლობს, რომ თავიდან მოიშოროს ხელისუფლება, რომელიც ფეოდალურ პრივილეგიებს ზღუდავს. აჯანყებულებს აჭარის მთავარი ჰასან-ბეგიც უჭერს მხარს. მეფის ჯარის მხარეს მებრძოლი აზნაურები გლეხთა შემოტევის მოსაგერიებლად დახმარებას სამეგრელოს მთავარს, დადიანს სთხოვენ, მაგრამ დადიანის ჯარი აჯანყებულებს ემხრობა. მეფისნაცვალი აჯანყებულთა მოკავშირე ჰასან-ბეგს მოისყიდის და აჯანყებას ჩაახშობს.[1]
კინო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1928 წელს რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო თავისი უკანასკნელი ორსერიიანი ფილმი – „ჯანყი გურიაში“ ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. მთავარ როლებში მონაწილეობდნენ: ალექსანდრე მესნიაევი, კოწია ერისთავი, თამარ ბოლქვაძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი და სხვები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რომანის PDF დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- რომანი - Goodreads.com-ზე
- რომანის PDF BUKI.GE-ზე დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- გურიის აჯანყება - "ჯანყი გურიაში" (რუსეთ-საქართველოს ომის ისტორიიდან)
[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯანყი გურიაში ვიკიციტატებში | |
ჯანყი გურიაში ვიკიწყაროებში |
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-11-05.