შინაარსზე გადასვლა

დილრუბა სულთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დილრუბა სულთანი
დაბადების სახელი დილრუბა
დაბადების თარიღი 1594
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1623
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) ქარა დავუდ ფაშა
მშობლები მამა: მეჰმედ III
დედა: ჰალიმე სულთანი

დილრუბა სულთანი (15941623) — ოსმალეთის პრინცესა. მეჰმედ III-ს (1595-1603) და ჰალიმე სულთნის ქალიშვილი, აჰმედ I-ის (1603-1617) და მუსტაფა I-ის (1617-1618/1622-1623) და, მურად IV-ის (1623-1640) მამიდა.

მისი სახელი უცნობია, თუმცა რამდენიმე თანამედროვე ინფორმაციის თანახმად, რომ მისი სახელი იყო დილრუბა სულთანი, ან დილ-ბერ სულთანი, იგი დაიბადა მანისაში 1594 წელს. იგი იყო მეჰმედ III-ის და მისი აფხაზი ცოლის ჰალიმე სულთნის ქალიშვილი.

იგი გარკვეულწილად გავლენიანი იყო ჰარამჰანებში მისი ძმების მმართველობის დროს. განსაკუთრებით აჰმედ I-ის მმართველობის ბოლო წლებში და მუსტაფა I-ის მმართველობისას, როცა იგი მოქცეული იყო დედამისის — ჰალიმე სულთნის და მისი მეუღლის — ქარა დავუდ ფაშას კონტროლის ქვეშ. 

მისი მეუღლე დავუდ ფაშა მოკლე დროით, მუსტაფა I-ის მმართველობისას (1617-1618) დანიშნული იყო კაპუდან ფაშად. 1622 წლის 20 მაისს დაინიშნა დიდ ვეზირად 1623 წლის იანვრამდე. შეეძინა ორი შვილი, ერთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.

მისი ცხოვრება უცნობია, მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე გარდაიცვალა, ზოგიერთი ამბობს, რომ იგი მეორედ გათხოვდა, ხოლო ზოგიერთი ამბობს, რომ იგი გარდაიცვალა 1623 წელს.

2016 წლის ტელესერიალ „დიდებული საუკუნე: ქიოსემში“, დილრუბა სულთანს განასახიერებს თურქი მსახიობი იოიქუ ქარაიელი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]