სელიმი (შეჰზადე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სელიმი
მშობლიური სახელი Şehzade Sultan Selim
დაბადების სახელი შეჰზადე სულთან სელიმი
დაბადების თარიღი 1585
მანისა, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 20 აპრილი, 1597 (12 წლის)
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების მიზეზი გარდაიცვალა დაავადების შედეგად
რელიგია ისლამი
მშობლები მამა: მეჰმედ III
დედა: ჰანდან სულთანი

შეჰზადე სელიმი (თურქ. Şehzade Sultan Selim; დ. 1585 — გ. 20 აპრილი, 1597) — ოსმალეთის იმპერიის სულთნის, მეჰმედ III-სა და ჰანდან სულთნის ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეჰზადე სელიმი დაიბადა 1585 წელს მანისაში. მისი მამა იყო ოსმალეთის ტახტის მემკვიდრე შეჰზადე მეჰმედი, ხოლო დედა წარმოშობით ბოსნიელი ჰანდან სულთანი. მისი დაბადების დროს, ოსმალეთის სულთანი იყო მისი პაპა, მურად III. სელიმს ჰყავდა უფროსი ძმა, მაჰმუდი.

1595 წელს, როდესაც სელიმი 10 წლის იყო, მისი პაპა გარდაიცვალა და ტახტი მამამისმა დაიკავა. მეჰმედმა ტახტის მემკვიდრედ სწორედ შეჰზადე სელიმი გამოაცხადა.

1597 წლის 20 აპრილს, 12 წლის შეჰზადე სელიმი დაავადების შედეგად გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Pierce, Leslie. The İmperial Harem: Women and Sovereignty in the Ottoman Empire. ss. 42-45 , 91-95. ISBN 9780195086775.
  • Aycibin, Zeynep (2007). Kâtip Çelebi, Fezleke: Tahlil ve Metin, Yayınlanmamış Doktora Tezi, Mimar Sinan Üniversitesi. s. 452.
  • Öztuna, Yılmaz (2005). Devletler ve Hanedanlar. Ankara: Kültür ve Turizm Bakanlığı Yayınlar. s. 176.