განხილვა:კახეთის მხარე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მხარე ვს. რეგიონი[წყაროს რედაქტირება]

ქე-ს მიხედვით 2016 წლიდან საქართველოს მხარეებს ეწოდება რეგიონი [1]. შესაბამისი საკანონმდებლო აქტი ან მსგავსი დოკუმენტი ვერსად ვიპოვე, თუმცა ყველა ბოლოდროინდელ ოფიციალურ ტექსტში იხსენიება მხოლოდ "რეგიონი" და არა "მხარე". როგორ ფიქრობთ: არის ეს საკმარისი მიზეზი რომ გადავასათაუროთ ჩვენი სტატიები? --Kober განხილვაწვლილი 18:46, 7 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

დავაკონკრეტებ ენციკლოპედია საქართველო, ტ. 4. გვ., 592 თუმცა საინტერესოა მაცნე.გოვ.ჯი-ზე თუ არის რაიმე ბრძანება რომ 2016 წელს რეგიონი ეწოდა? --Wiki - ჯაბა 19:05, 7 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია --ცანგალა 19:33, 7 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
მგონი, თავადაც არ იციან. ხან მხარეს წერენ, ხან რეგიონს ამ ტექსტში. — Mikheil მიწერა 19:36, 7 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
იურიდიულად არც მხარე არსებობს, არც რეგიონი, შესაბამისად, ოფიციალურ დოკუმენტში ვერცერთს იპოვით, ვერც 2016 და ვერც ნებისმიერი სხვა წლის. უფრო გავრცელებულია მხარე (მაგ. თავად სამთავრობო საიტები და fb გვერდები მხარეს იყენებენ), უნდა დარჩეს მხარე. ქე-ს ზოგადად ადმ. დაყოფაში სერიოზული შეცდომები აქვს. ოფიციალურად რა ქვია, თუ გაინტერესებთ, აქ ნახეთ ან აქ. იმედია ვიკიში ამ დასახელების გამოყენებას არ მოითხოვთ --M. განხილვაწვლილი 07:07, 7 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

დასახლების ტიპები[წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნემდე კახეთში ბანიანი საცხოვრებელი სახლები ჭარბობდა.უფრო ძველად კი დარბაზული ნაგებობებიც ყოფილა გავრცელებული. კახეთში სახლებს ქვითკირისგან აგებდნენ, ხოლო სახურავი კრამიტით იყო გადახურული. ხშირად, ორფერდა სახლებს აგებდნენ, რომლებიც ჭაობის ლერწმით იხურებოდა. კახეთისათვის დამახასიათებელი იყო საცხოვრებელი სახლებისთვის სამეურნეო სათავსოების, მარნის, ბოსლისა და საბძლის მიშენება. ქიზიყში უმეტესად ბანიანი სახლები ჭარბობდა, რომელიც მიწაში იყო ჩასმული. ასეთ სახლს, ჩვეულებრივ, ზემოდან სახურავს მიწა ჰქონდა დაყრილი, რომლის დატკეპნა ძალიან შრომატევადი საქმე იყო. კახეთში ზოგჯერ ,,წნული სახლები" და ,,ფიცრული სახლებიც" იყო გავრცელებული. ისინი, ძირითადად ეზოში დამხმარე სათავსოებს წარმოადგენდა. 188.121.207.80 08:01, 24 სექტემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]