იოანე ოქროპირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე ოქროპირი (მრავალმნიშვნელოვანი).
იოანე ოქროპირი, აია სოფიას ბიზანტიური მოზაიკა
ბასილი დიდი გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი
წმიდა იოანე ოქროპირის სარკოფაგი

იოანე ოქროპირი (ბერძ. Ἰωάννης ὁ Χρυσόστομος; დ. დაახლ. 349, ანტიოქია — გ. 14 სექტემბერი, 407, კამანი, დასავლეთ საქართველო) — ქრისტიანული ეკლესიის ბიზანტიელი მოღვაწე, „ეკლესიის მამათაგანი“, მწერალი, ბრწყინვალე ორატორი. კონსტანტინოპოლის პატრიარქი 398 წლიდან, მიიღო საფუძვლიანი განათლება. მისი მასწავლებლები იყვნენ წარმართი ფილოსოფოსი ლიბანიოსი და თეოლოგი დიოდორუს ტარსუსელი.

არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წმინდა მამა, ქრისტიანულ ეკლესიაში. იგი არის ცნობილი თავისი მჭევრმეტყველებითი ქადაგებებით და საზოგადო საუბრებით. იგი მკაცრად ეწინააღმდეგებოდა როგორც საეკლესიო, ისე საერო პირებს, რომლებიც უღირსად იყენებდნენ თანამდებობას. ასევე „იოანე ოქროპირის ლიტურგიით“ და მკაცრი ასკეტური მოღვაწეობით. მისი გარდაცვალების შემდგომ 407 წელს (ზოგი წყაროს თანახმად) მას მიენიჭა სახელი Χρυσόστομος (ხრისოსტომოს), ბერძნულად, რაც ნიშნავს „ოქროპირს.“

მართლმადიდებლური ეკლესია და კათოლიკური ეკლესია პატივს მიაგებენ მას როგორც წმინდანს. ერთ-ერთია სამ წმინდა მამათაგან, წმინდა ბასილი დიდსა და წმინდა გრიგოლ ნაზიანზელთან ერთად.

წმინდა იოანე საქრისტიანოში უმთავრესად ცნობილია როგორც მქადაგებელი, თეოლოგი და ლიტურგოლოგი. მისი ქადაგებებიდან რვა მიიჩნევა საკამათოდ მიმართული იუდაისტური ქრისტიანების მიმართ, თავისი გავლენით ქრისტიანობის და ქრისტიანული ანტისემიტიზმზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყმაწვილობა და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა იოანე დაიბადა ანტიოქიაში, 349 წელს სირიულ-ბერძნულ ოჯახში. მამა გარდაეცვალა იოანეს დაბადების შემდეგ და დედამ გაზარდა.

იგი იქნა მონათლული 368 ან 373 წელს და შემდეგ ხელდასხმული, მედავითნედ (თავის ეკლესიის ერთ-ერთ მცირე მედავითნედ)). იოანემ თავისი განათლების მიღება დაიწყო წარმართ მასსწავლებელ ლიბანიუსთან. ლიბანიუსისგან იოანემ ისწავლა ბრწყინვალე რიტორიკა, რამაც განაპირობა თავისი მომავალი, ასევე სიყვარული ბერძნული ენისა და ბერძნული ლიტერატურისა.

რაც უფრო გაიზრარდა, ღრმად დააინტერესდა და ერთგული გახდა ქრისტიანული სარწმუნოებისა, იგი წავიდა თეოლოგიის სასწავლებლად დიოდორე თრასელთან,რომელიც იყო ფუძემდებელი ანტიოქიის სკოლის. ქრისტიანი ისტორიკოსის სოზომენის მიხედვით ლიბანიუსს უთქვამს სიკვდილის წინ თავის სარეცელზე;„ქრისტიანებს, რომ არ წაერთმიათ იოანე ჩემთვის იქნებოდა ჩემი საქმის გამგრძელებელი“-ო.

წმინდა იოანე ცხოვრობდა უაღრესად ასკეტური ცხოვრებით, 375 წელს მიჰყო განდეგილურ ცხოვრებას. მან შემდგომი ორი წელი დაჰყო ფეხზე დგომაში, ძალიან ცოტა ეძინა და ბიბლიას იზეპირებდა. ამის შედეგად მუდმივად დაიზიანა კუჭი და თირკმელები, რამაც აიძულა უკან დაბრუნებულიყო ანტიოქიაში.

დიაკვნობა და მსახურობა ანტიოქიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

381 წელს იოანე ეკურთხა დიაკვნად წმინდა მელიტიუს ანტიოქიელის მიერ, რომელიც იმ დროს არ იყო ზიარებაში ალექსანდრიასთან და რომთან. მილიტიუსის გარდაცვალების შემდეგ მან თავი აარიდა პაულინიუსთან (ვინც იყო მეტოქე მილიტიუსის)ბრძოლას, მაგრამ პაულინიუსის გარდაცვალების შემდგომ იგი ეკურთხა მღვდლად 386 წელს ევაგრეს პაულინიუსის მემკვიდრის მიერ, თითქოს თავის მოვალეობისთვის იყო გაჩენილი, რომ გაეერთებინა ანლექსანდრიისა და რომის საპატრიარქოები ანტიოქიასთან, რამაც განაპირობა პირველად 70 წლის განმავლობაში გაერთიანება ამ სამი საპატრიარქოსი.

ანტიოქიაში 12 წლის განმავლობაში (386-397) მან სახელი გაითქვა თავისი მჭერმეტყველური ქადაგებებით, ოქროს ეკლესიაში, რომელიც იყო ანტიოქიის საკათედრო ტაძარი. მრევლს განსაკუთრებით მოსწონდა მისი ნიჭი ბიბლიის განმართების და მორალური სწავლების გადმოცემის. ყველაზე ძვირფასი მისი ნაშრომებიდან არის „ქადაგებანი“ სხვადასხვა თემებზე ბიბლიიდან. იგი თვითონ არ წერდა, მის ქადაგებებს მონაზვნები იწერდნენ. იგი ხაზს უსვამდა მოწყალების გაცემას, და გაჭირვებულთა დახმარებას. წმინდა იოანე საჯაროდ ამხელდა სიმდიდრის მქონე ადამიანებს ვინც არასწორად იყენებდა სიმდიდრეს მხოლოდ თავიანთი კეთილდღეობისათვის:

„გინდა, რომ პატივი სცე ქრისტეს სხეულს? ნუ უგულებელჰყოფ მას როდესაც ტანზე არ აცვია. ნუ შემოხვალ ტაძარში მის პატივსაცემად გამოწყობილი აბრეშუმში, როდესაც გაჭირვებულს გარეთ ყურადღებასაც არ აქცევ როცა ცივა და ავადაა. მან ვინც ბრძანა:„ეს არის ხორჩი რემი“ არის იგივე ვინც ბრძანა: „შენ მნახე მშიერი და არ მაჭამე,“ და კიდევ „რაც გაუკეთე უმცირეს ჩემს ძმათაგან მეც იგივე გამიკეთე“… რა სიკეთეა როდესაც ზიარების მაგიდაზე უამრავი ოქროსი და ვერცხლის ბარძმებია და შენი ძმა შიმშილით კვდება? დაიწყე მისი შიმშილის დაკმაყოფილებით და მხოლოდ შემდეგ რაც შემოგვრჩება მაგით მორთე ეკლესია.“

მისი პირდაპირი გაგება საღმთო წერილისა — ალექსანდრიის სკოლის ტენდენციისგან განსხვავებით (ალეგორიული ახსნა) — ნიშნავდა რომ მისი თემები უფრო პრაქტიკული იყო, და ადვილი გასაგები ყოველდღიური ცხოვრებისათვის. თავისმა გამჭრიახობამ მოუტანა საზოგადო აღიარება. მან დააარსა რამდენიმე საავადმყოფო კონსტანტინოპოლში, ობოლთა დასახმარებლად.

ერთ-ერთი ინციდენტი რომელიც მოხდა, ნათელს ჰყოფს იოანეს ქადაგებების გავლენაზე ანტიოქიაში. როდესაც იოანე ოქროპირი ჩავიდა ანტიოქიაში, როგორც ეპისკოპოსს ევალებოდა ხალხის შემაძრწუნებელი ქცევებისთვის იმპერატორ თეოდოსი I-თან შუამავლობა გაეწია, მოქალაქენი ანგრევდნენ და ძარცვავდნენ იმპერატორის ძეგლებს ქალაქიში. მარხვის კვირებში 387 წელს, იოანემ წარმოთქვა 21 ქადაგება, რომლითაც ამხილა ხალხი რაოდენ არასწორ საქციელს ჩადიოდნენ. ამან დიდი გავლენა მოახდინა უმეტეს მოსახლეობაზე და ბევრი წარმართიც კი მოინათლა, თავის ქადაგებების შედეგად. ამის და შედეგად თეოდოსი I-ს შურისძიება არ ყოფილა იმდენად მკაცრი რამდენადაც მოელოდნენ..

კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

397 წლის შემოდგომაზე წმინდა იოანე იქნა აღზევებული კონსტანტინოპოლის პატრიარქად, ის იყო ნომინირებული ვიღაც საჭურისის მიერ ეუტროპისის კონსულიზე, თავისდა დაუკითხავად. იგი ჩუმად გაიპარა ანტიოქიიდან საზოგადოების ნებართვის გარეშე დიდ ალიაქოთს თავიდან ასაცილებლად..

პატრიარქობის დროს იოანე ოქროპირი მტკიცედ უარყოფდა ფუფნებითი სოციალურ ყრილობებს, რამაც აღიარება მოუტანა უბრალო ხალხისაგან, მაგრამ საწინაამღდეგო მდიდარ მოსახლეობასა და სამღვდელოებასთან. მისი რეფორმაც დაგმობილი იყო ამ ბოლო საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ.

იოანეს ყოფაცხოვრება კონსტანტინოპლოში უფრო სავსე იყო ალიაქოთით ვიდრე ანტიოქიაში. თეოფილე ალექანდრიელი, ალექსანდრიის პატრიარქს, უნდოდა კონსტანტინოპოლის თავის გავლენის სფეროდ გადაქცევა და მკაცრად ებრძოდა იოანეს. თეოფილემ 4 ძმა ეგვიპტელი ბერი (ცნობილი როგორც “მაღალი ძმები”)რომლებიც ორიგენეს მიმდევრობის გამო გააძევა, იოანემ ეს ძმები შეიფარა და ამის გულისთვის თეოფილემ იაონეს დააბრალა თანაგრძნობა ორიგენეს სწავლების მიმართ. მან კიდევ ერთი მტერი გაიჩინა აელია ეუდოკია, ცოლი აღმოსავლეთის იმპერატორისა არკადიუსისა, ვისაც მიაჩნდა, რომ იოანეს მტკიცე გმობა ექსტრავაგანტური ქალური ჩაცმულობის იყო მიმართული მის მიმართ (არ არის გამორიცხული რომ იყო კიდევაც). ეუდოკიამ, თეოფილუსმა და სხვა მისმა მტრებმა მოიწვიეს სინოდი 403 წელს სადაც იოანე ოქროპირს დაედო ბრალი ორეგენეს სწავლებასთან არაგულგრილობაზე. რამაც განაპირობა მისი გადაყენება და გაძევება.

ამან დიდი შფოთვა გამოიწვია საზოგადოებაში და დაუყონებლივ უკან დააბრუნეს. მისი დაპატიმრების ღამეს იყოს მიწისძვრა, რაც ევდოკიამ მიიღო როგორც ნიშანი ღვთის რისხვისა, რამაც აიძულა იგი ეთხოვნა არკადიუსისთვის იოანეს თავის ღირსების დაბრუნებოდა. მშვიდობა ცოტახანს გაგრძელდა, როდესაც ვერცხლის ძეგლი დაუდგეს ეუდოკიას, იოანეს ეკლესიასთან ახლოს, იოანემ მკაცრად დაგმო ცერემონიები. მან მკაცრად ამხილა იგი: “კვლავ ცეკვავს ჰეროდია, კვლავ ცეკვავს და უნდა რომ მიიღოს იოანეს თავი,” იგი კვლავ იქნა გადასახლებული მაგრამ ახლა უკვე კავკასიაში, აფხაზეთში.

გარდაცვალება და წმინდანად შერაცხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადასახლების დროს იოანე ოქროპირმა 3 სამღვდელო პირს თხოვნით მიმართა: რომის პაპს ინოკენტი I, მილანის ეპისკოპოსს, ვენერიუსს და მესამე აკვილიის ეპისკოპოსს ხრომატიუსს

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
ნექტარი
კონსტანტინოპოლის პატრიარქი

398404
შემდეგი:
არსაკი