კონსტანტინე VI (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კონსტანტინე VIKonstantinos VI.jpg
დროშა
კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი
17 დეკემბერი, 1924 — 22 მაისი, 1925
ეკლესია: კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია
წინამორბედი: გრიგორ VII
მემკვიდრე: ბასილი III
 
დაბადება: 1859
ბურსა, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალება: 28 ნოემბერი, 1930
ათენი, საბერძნეთი

პატრიარქი კონსტანტინე VI (ბერძ. Κωνσταντίνος ΣΤ΄; დ. 1859, ბურსა, ოსმალეთის იმპერია — გ. 28 ნოემბერი, 1930,[1] ათენი, საბერძნეთი) — კონსტანტინოპოლის პატრიარქი 1924 წლიდან 1925 წლამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინე VI დაიბადა 1859 წელს, ბურსას მახლობლად. განათლება მიიღო ჰალკის სემინარიაში. 1896 წელს გახდა როდოსტო (დღევანდელი თექირდაღი) ეპისკოპოსი. 1899 წელს კი უბოძეს ველისა და კონიცას მიტროპოლიტობა. 1906 წლიდან იყო ტრაპიზონის მიტროპოლიტი, 1913 წელს ქიზიკის, ხოლო 1922 წელს დერქოის მიტროპოლიტის წოდება მიიღო. 1924 წლის 17 დეკემბერს აირჩიეს მსოფლიო პატრიარქად. მისმა პატრიარქობამ მხოლოდ რამოდენიმე თვეს გასტანა, რადგან 1925 წელს თურქეთის მთავრობამ ღალატის ბრალდებით გადადგომა აიძულა და გადაასახლა საბერძნეთში.

კონსტანტინე VI-მ სიცოცხლის უკანასკნელი წლები სწორედ საბერძნეთში გაატარა. გარდაიცვალა ათენში, 1930 წლის 28 ნოემბერს, დაკრძალეს იქვე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Οἰκουμενικόν Πατριαρχεῖον. ციტირების თარიღი: 1 November 2018