მელეტი IV
| მელეტი IV Πατριάρχης Μελέτιος | |||
| |||
|---|---|---|---|
| 20 მაისი, 1926 — 28 ივლისი, 1935 | |||
| არჩევა: | 20 მაისი, 1926 | ||
| ეკლესია: | ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესია | ||
| წინამორბედი: | ფოტი | ||
| მემკვიდრე: | ნიკოლოზ V | ||
| მართავდა მელეტი II-ის სახელით | |||
| |||
| 27 ნოემბერი, 1921 — 20 სექტემბერი, 1923 | |||
| არჩევა: | 27 ნოემბერი, 1921 | ||
| ეკლესია: | კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია | ||
| წინამორბედი: | გერმანე V | ||
| მემკვიდრე: | გრიგოლ VII | ||
| მართავდა მელეტი IV-ის სახელით | |||
| |||
| 1918 — 1920 | |||
| ეკლესია: | ელადის მართლმადიდებელი ეკლესია | ||
| წინამორბედი: | თეოკლიტე I | ||
| მემკვიდრე: | თეოკლიტე I | ||
| მართავდა მელეტი III-ის სახელით | |||
| დაბადების სახელი: | ემანუილ მეტაქსაკისი | ||
| ორიგინალი დაბადების სახელი: |
Εμμανουήλ Μεταξάκης | ||
| დაბადება: | 21 სექტემბერი, 1871 პარასი, ლასითი, კრეტა | ||
| გარდაცვალება: | 28 ივლისი 1935 ციურიხი, შვეიცარია | ||
| დაკრძალულია: | კაირო | ||
| მღვდლად კურთხევა: | 1892 | ||
მელეტი IV (ბერძ. Πατριάρχης Μελέτιος, ერისკაცობაში ემანუილ ნიკოლაუ მეტაქსაკისი, ბერძ. Εμμανουήλ Μεταξάκης; დ. 21 სექტემბერი, 1871, სოფ. პარასი, ლასითი, კრეტა — გ. 28 ივლისი, 1935, ციურიხი, შვეიცარია) — ბერძენი რელიგიური და საზოგადო მოღვაწე, 1926-1935 წლებში — ალექსანდრიის პატრიარქი (მელეტი II-ის სახელით), 1921-1923 წწ. — კონსტანტინოპოლის პატრიარქი (მელეტი IV-ის სახელით), 1918-1920 წწ. — საბერძნეთის მიტროპოლიტი (მელეტი III-ის სახელით), 1910-1918 წწ. — კვიპროსის ეკლესიის კიტიის მიტროპოლიის მიტროპოლიტი.
XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო პიროვნება მართლმადიდებლობაში. გაატარა იულიუსის კალენდრის რეფორმა და იდგა ეკუმენისტური მოძრაობის სათავეებთან. მსოფლიოს მართლმადიდებელთა ისტორიაში ერთადერთი პიროვნებაა, რომელიც მეთაურობდა სამ სხვადასხვა ადგილობრივ ავტოკეფალურ ეკლესიას.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- List of the members of the Freemason Grand Lodge of Greece including Patriarch Meletius IV of Constantinople
- Patriarch Meletius IV of Constantinople, OrthodoxWiki entry
