გერმანე V (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერმანე V
Πατριάρχης Γερμανός Ε΄German V patriarch of Constantinopol.JPG
დროშა
მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა - ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი
28 იანვარი, 1913 — 12 ოქტომბერი, 1918
ეკლესია: კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია
წინამორბედი: იაკოიმ III
მემკვიდრე: მელეტი IV
 
დაბადების სახელი: გეორგიოს კაბაკოპულოსი
ორიგინალი
დაბადების სახელი:
Γεώργιος Καβακόπουλος
დაბადება: 6 დეკემბერი, 1835
კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალება: დეკემბერი, 1920
ქალკიდონი, ოსმალეთის იმპერია
დაკრძალულია: ქალკიდონის სამების ტაძარი
ბერად აღკვეცა: 1863
მღვდლად კურთხევა: მარტი, 1867
ეპისკოპოსი: 1867

პატრიარქი გერმანე V (ბერძნ. Πατριάρχης Γερμανός Ε΄; ერისკაცობაში გეორგიოს კაბაკოპულოსი, ბერძნ. Γεώργιος Καβακόπουλος; დ. 6 დეკემბერი, 1835, კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია — გ. დეკემბერი, 1920, ქალკიდონი, ოსმალეთის იმპერია) — კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი. პატრიარქი 1913-1918 წწ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1835 წელს კონსტანტინოპოლში, ოსმალეთის იმპერიის სამხედრო სამინისტროს მთავარი მკერავის ოჯახში. დაწყებითი განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო. ასევე სწავლობდა იერუსალიმში, ათენში, ხალკის საღვთისმეტყველო სკოლაში, რომელიც 1863 წელს დაასრულა. ამავე წელს აღიკვეცა ბერად. 1867 წლიდან მღვდელია, ხოლო ამავე წლიდან ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს.

1913 წელს პატრიარქ იოაკიმ III-ის გარდაცვალების შემდეგ აირჩიეს პატრიარქად. ინტრონიზაცია მოხდა 1913 წლის 5 თებერვალს. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში დაიჭირა მკვეთრად პროთურქული პოზიცია. 1918 წელს პატრიარქის ტახტი დატოვა უკმაყოფილო ხალხის ზეწოლით და გაემგზავრა ქალკიდონში, სადაც გარდაიცვალა 1920 წელს. დაკრძალულია ქალკიდონის წმინდა სამების სახელობის ტაძარში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]