ანტონ II (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანტონ II
Πατριάρχης Αντώνιος Β΄
კონსტანტინოპოლის პატრიარქი
აგვისტო, 893 — 12 თებერვალი, 901
ეკლესია: კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია
წინამორბედი: სტეფანე I
მემკვიდრე: ნიკოლოზ მისტიკოსი
 
გარდაცვალება: 12 თებერვალი, 901
კონსტანტინოპოლი
ეპისკოპოსი: 893

პატრიარქი ანტონ II (ბერძ. Πατριάρχης Αντώνιος Β΄; დ. ? — გ. 12 თებერვალი, 901, კონსტანტინოპოლი) — კონსტანტინოპოლის პატრიარქი 893–901 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

20 წლის ასაკში აღიკვეცა ბერად. მოგვიანებით ხელი დაასხეს მღვდლად და შემდეგ აირჩიეს კონსტანტინოპოლის ერთ-ერთი ტაძრის იღუმენად. ანტონმა დაიკავა იმპერატორ ლეონ VI-ის მხარე მასსა და პატრიარქ ფოტიოს I-ს შორის ბრძოლის დროს. 893 წელს მადლიერმა იმპერატორმა თავისი ძმის, პატრიარქ სტეფანე I-ის გარდაცვალების შემდეგ ანტონი მის შემცვლელად დანიშნა.

პატრიარქობის დროს იმპერატორის მხარდაჭერით დააარსა კავლიის მონასტერი. რომელ მონასტერშიც იგია დაკრძალული. გარდაიცვალა 901 წელს. გარდაცვალების შემდეგ შერაცხეს წმინდანად. პატივს სცემს როგორც კათოლიკური, ასევე მართლმადიდებლური ეკლესია. მისი ხსენების დღეა ახ. სტილთ 25 თებერვალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]