მეთოდე I (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მეთოდე I
Πατριάρχης Μεθόδιος Α΄Triumph orthodoxy.jpg
„მართლმადიდებლობის ტრიუმფი“
84-ე კონსტანტინოპოლის პატრიარქი
4 მარტი, 843 — 14 ივნისი, 847
ეკლესია: კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია
წინამორბედი: იოანე VII
მემკვიდრე: ეგნატე
 
დაბადება: 788/800
სირაკუზა, სიცილია
გარდაცვალება: 14 ივნისი, 847
კონსტანტინოპოლი
წმინდანის ტიტული: წმინდა
ხსენების დღე: 27 ივნისი

პატრიარქი მეთოდე I (ბერძ. Πατριάρχης Μεθόδιος Α΄; დ. 788/800, სირაკუზა, სიცილია — გ. 14 ივნისი, 847, კონსტანტინოპოლი) — კონსტანტინოპოლის პატრიარქი 843–847 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სირაკუზაში მდიდარი სიცილიელის ოჯახში. ჯერ კიდევ ახალგაზრდა გაემგზავრა ქიოსის მონასტერში. ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813–820) მეფობაში, ნიკიფორე პატრიარქის მღვდელმთავრობისას მეთოდეს იმპერატორის კარზე მაღალი თანამდებობა ეკავა. ერთხელ პატრიარქმა იგი რომში გაგზავნა, პაპთან შესახვედრად. წმიდანს მობრუნება დაუგვიანდა, ამასობაში კი იმპერატორმა ნიკიფორე ტახტიდან ჩამოაგდო და მწყემსმთავრად ხატმბრძოლი თეოდოტე მილისინელი (815–821) დაადგინა. ახალი იმპერატორი კი მიხეილ II გამხდარიყო. მწვალებელთა წინააღმდეგ ბრძოლის გამო აკრიტის საპყრობილეში გამოამწყვდიეს. თეოფილეს მმართველობის პერიოდში მიიღო დროებითი თავისუფლება. სამშვიდობოს გამოსულმა მამამ კვლავ დაიწყო ერეტიკოსთა წინააღმდეგ ბრძოლა. არაბებთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, თეოფილემ მეთოდეს რისხვა დაატეხა თავს, ის ამტკიცებდა, რომ „კერპთაყვანისმცემლებთან“ (ასე უწოდებდნენ მწვალებლები ხატთაყვანისმცემლებს) დაახლოებისთვის სჯიდა ღმერთი. მეთოდე ჯერ აწამეს და შემდეგ კუნძულ ატიგონზე გადაასახლეს.

თეოფილეს გარდაცვალებისა და დედოფალ თეოდორას რეგენტობის პერიოდში მეთოდე გაათავისუფლეს და 843 წლის 4 მარტს პატრიარქად აირჩიეს.

გარდაიცვალა 847 წლის 14 ივნისს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]