იოანე XIV (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იოანე XIV (კონსტანტინოპოლის პატრიარქი) (ბერძ. Ίωάννης ΙΔ' Καλέκας) (დ. დაახ. 1282, აპროსი, თრაკია – გ. 1347, კონსტანტინოპოლი) — კონსტანტინოპოლის პატრიარქი 1333–1347 წლებში. იყო 1341–1347 წლების ბიზანტიის სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე, როგორც იოანე V პალეოლოგის რეგენტთა საბჭოს წევრი, იოანე VI კანტაკუზენის წინააღმდეგ.

წარმოშობით იყო თრაკიიდან. აღიზარდა ღარიბ ოჯახში, ჰყავდა მეუღლე, ერთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.

სწრაფად აღზევდა იოანე კანტაკუზენის წყალობით, რომელმაც აიძულა ეპისკოპოსები პატრიარქად მის არჩევაში.

იმ პერიოდში მიმდინარეობდა ცხარე კამათი წმინდა გრიგოლ პალამასა და თესალონიკის არქიეპისკოპოს ვარლაამს შორის, რომელშიც მთელი ეკლესია იქნა ჩართული (იხ. ისიქაზმი). პატრიარქი კალეკა არ იყო გრიგოლ პალამას პირდაპირი მომხრე, მაგრამ 1341 წლის კრებაზე პალამიტებმა გაიმარჯვეს კანტაკუზენის მხარდაჭერით და ვარლაამი დაგმობილ იქნა. როდესაც კანტაკუზენი რეგენტი გახდა, კალეკამ მის საწინააღმდეგოდ წამოიწყო ინტრიგები და ცდილობდა, რომ დედოფალ ანას დაეკარგა მის მიმართ ნდობა. ახალ კრებაზე კალეკა ცდილობდა პალამას მომხრეების დაგმობას, მაგრამ ამ უკანასკნელებმა მიაღწიეს იმას, რომ პატრიარქი გადაყენებულ და გადასახლებულ იქნა დიდიმოტიკაში, თრაკიაში. 1347 წლის ბოლოს იგი დაბრუნდა გადასახლებიდან კონსტანტინოპოლში, სადაც მალევე გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]