ანტონ I (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანტონ I
Πατριάρχης Αντώνιος Α΄
82-ე კონსტანტინოპოლის პატრიარქი
იანვარი, 821 — იანვარი, 837
ეკლესია: კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია
წინამორბედი: თეოდოტ I
მემკვიდრე: იოანე VII
 
დაბადების სახელი: კონსტანტინე კასიმატა
ორიგინალი
დაბადების სახელი:
Κωνσταντίνος Κασσυματάς
გარდაცვალება: 837

პატრიარქი ანტონ I (ბერძ. Πατριάρχης Αντώνιος Α΄; ერისკაცობაში კონსტანტინე კასიმატა, ბერძ. Κωνσταντίνος Κασσυματάς; დ. ? — გ. 837) — კონსტანტინოპოლის პატრიარქი 821-837 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ფეხსაცმლის მკერავის ოჯახში, როგორც ჩანს მიიღო კარგი განათლება და დაახლოებით 800 წელს დაიწყო სამართლის სწავლება კონსტანტინოპოლში. მოგვიანებით აღიკვეცა ბერად და დაიწყო სამონასტრო ცხოვრება. 814 წელს შეუერთდა ხატმებრძოლებს.

პატრიარქად აირჩიეს 821 წელს იმპერატორ მიხეილ II-ის დროს. რომის პაპი არ აღიარებდა მის არჩევას. გარდაიცვალა 837 წელს. ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ 843 წლის კონსტანტინოპოლის კრებაზე გადასცეს ანათემას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]