იოანე III სქოლასტიკოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წმიდა იოანე სქოლასტიკოსი (ბერძ. Ιωάννης Γ΄ Σχολαστικός; დ. დაახლ. 503 — გ. 31 აგვისტო, 577) — კონსტანტინოპოლელი პატრიარქი, წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 21 თებერვალი, ახალი სტილით — 5 მარტი. განათლებით იურისტი იყო. ის ჯერ ხუცესად აკურთხეს, შემდეგ კი პატრიარქის ტახტზე აღასაყდრეს. წმიდა მამა 565–577 წლებში მართავდა ეკლესიას. ჯერ კიდევ ხუცესობისას მან შეადგინა საეკლესიო კანონები 50 თავად, პატრიარქობის დროს კი ეკლესიასთან დაკავშირებულ სამოქალაქო განკარგულებებს ერთ კრებულში მოუყარა თავი. ამ კრებულზე დაყრდნობით შედგა ნომოკანონი, რომელსაც ეყრდნობა საეკლესიო სამართლისწარმოება. მღვდელმთავარი იოანე არის ავტორი საეკლესიო საგალობლებისა: „რომელი ქერუბიმთა“ და „სერობასა საიდუმლოსა შენისასა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი I, გვ. 202, თბ., 2001
წინამორბედი:
ევტიქი
კონსტანტინოპოლის პატრიარქი

565577
შემდეგი:
ევტიქი (მეორედ)