თეოდოტ I (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თეოდოტ I
Πατριάρχης Θεόδοτος Α΄
81-ე კონსტანტინოპოლის პატრიარქი
1 აპრილი, 815 — იანვარი, 821
ეკლესია: კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია
წინამორბედი: ნიკიფორე
მემკვიდრე: ანტონ I
 
დაბადების სახელი: თეოდოტ მელისინოს-კასიტერა
ორიგინალი
დაბადების სახელი:
Θεόδοτος Μελισσηνός ή Κασσιτεράς
დინასტია: მელისინები

პატრიარქი თეოდოტ I მელისინოს-კასიტერა (ბერძ. Πατριάρχης Θεόδοτος Α΄ Μελισσηνός ή Κασσιτεράς) — კონსტანტინოპოლის პატრიარქი 815-821 წლებში.

თეოდოტი წარმოშობით მელისინების გვარიდან იყო და ენათესავებოდა ხატმებრძოლ იმპერატორს კონსტანტინე V კოპრონიმს. პატრიარქის ტახტზე ასვლამდე ლეიბგვარდიის მეთაური იყო.

თეოდოტი პატრიარქი გახდა ხატმებრძოლთა მეორე კრების შემდეგ, რომელიც 815 წელს მოიწვია იმპერატორმა ლეონ V-მ, მეშვიდე საეკლესიო კრების გადაწყვეტილებათა შეცვლის საბაბით. თეოდოტს არ ჰქონდა არანაირი საღვთისმეტყველო განათლება. გიორგი ამარტოლის სიტყვებით იგი იყო გაუნათლებელი და „თევზივით მუნჯი“[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Oxford Dictionary of Byzantium, Oxford University Press, 1991.
  • J.B. Bury, A History of the Eastern Roman Empire from the Fall of Irene to the Accession of Basil I (A.D. 802–867), London, 1912.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Georg. Mon. II, 777.11