შინაარსზე გადასვლა

სემარანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სემარანგი
ინდონ. Semarang
დროშა გერბი

ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
პროვინცია ცენტრალური იავა
შიდა დაყოფა Semarang Tengah[1] [2] , Gayamsari[3] [4] , Pedurungan[3] [4] , Candisari[5] [4] , Tembalang[5] [4] , Semarang Barat[6] [4] , Ngaliyan[7] [4] , Semarang Utara[1] [2] , Semarang Timur[1] [4] , Genuk[3] [4] , Gunungpati[6] [4] , Mijen[7] [4] , Banyumanik[6] [4] , Tugu[7] [4] , Gajahmungkur[5] [4] და Semarang Selatan[3] [4]
კოორდინატები 6°58′00″ ს. გ. 110°25′00″ ა. გ. / 6.96667° ს. გ. 110.41667° ა. გ. / -6.96667; 110.41667
მმართველი Agustina Wilujeng Pramestuti[8]
დაარსდა 2 მაისი, 1547
ფართობი 305,17 კმ²
ცენტრის სიმაღლე 4
ოფიციალური ენა ინდონეზიური ენა
მოსახლეობა 1 553 778 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 5 100 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი +6224
საფოსტო ინდექსი 50100–50200
ოფიციალური საიტი semarang.go.id
სემარანგი — ინდონეზია
სემარანგი

სემარანგი (ინდონ. Semarang) — ქალაქი ინდონეზიაში, კუნძულ იავის ჩრდილოეთ სანაპიროზე. ცენტრალური იავის პროვინციის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ფართობი 305,17 კმ²–ს შეადგენს, მოსახლეობა კი დაახლოებით 1,5 მლნ ადამიანს, რა მხრივაც ის ინდონეზიის მეცხრე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია. სემერანგის აგლომერაციაში სულ 5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ჰოლანდიური კოლონიალიზმის ხანაში, სემერანგის პორტი ერთ–ერთი უმთავრესი იყო; მისი მნიშვნელობა დღესაც დიდია. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იაველია.

სემერანგის ისტორია XIX საუკუნეში იწყება, როდესაც მას ბერგოტა ეწოდებოდა. XV საუკუნის მიწურულს, აქ მუსლიმმა მისიონერებმა სოფელი და მუსლიმური სკოლა დააარსეს.

1678 წელს, სულთანმა ამანგკურატ II–მ გარკვეული თანხის სანაცვლოდ იგი ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანიას გადასცა. 1682 წელს ჰოლანდიელმა კოლონიზატორებმა სემერანგის კოლონია დააარსეს. მათ გააშენეს თამბაქოს პლანტაციები, გაიყვანეს გზები, რკინიგზა და სემერანგი კოლონიის მნიშვნელოვან კომერციულ ცენტრად აქციეს.

1942 წელს, წყნარი ოკეანის ომის მიმდინარეობისას სემერანგი იაპონელებმა აიღეს. 1945 წელს ინდონეზიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სემერანგი ცენტრალური იავის დედაქალაქი გახდა.

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 Indonesian Minister of Home Affairs Decree 300.2.2-2138 of 2025 — გვ. 1854.
  2. 1 2 2. Kode dan Data Wilayah Administrasi Pemerintahan Per Provinsi, Kabupaten/Kota dan Kecamatan Seluruh Indonesia // Peraturan Menteri Dalam Negeri Nomor 6 Tahun 2008 tentang Kode dan Data Wilayah Administrasi Pemerintahan — გვ. 86.
  3. 1 2 3 4 Indonesian Minister of Home Affairs Decree 300.2.2-2138 of 2025 — გვ. 1855.
  4. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 2. Kode dan Data Wilayah Administrasi Pemerintahan Per Provinsi, Kabupaten/Kota dan Kecamatan Seluruh Indonesia // Peraturan Menteri Dalam Negeri Nomor 6 Tahun 2008 tentang Kode dan Data Wilayah Administrasi Pemerintahan — გვ. 87.
  5. 1 2 3 Indonesian Minister of Home Affairs Decree 300.2.2-2138 of 2025 — გვ. 1856.
  6. 1 2 3 Indonesian Minister of Home Affairs Decree 300.2.2-2138 of 2025 — გვ. 1857.
  7. 1 2 3 Indonesian Minister of Home Affairs Decree 300.2.2-2138 of 2025 — გვ. 1858.
  8. https://regional.kompas.com/read/2024/12/05/193057378/kpu-tetapkan-agustina-iswar-menang-di-pilkada-kota-semarang-2024-berapa
  9. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-15. ციტირების თარიღი: 2012-12-13.