შინაარსზე გადასვლა

ვალგამაა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალგამაა
Valgamaa
დროშა გერბი

ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
ადმ. ცენტრი ვალგა
კოორდინატები 57°52′00″ ჩ. გ. 26°10′00″ ა. გ. / 57.86667° ჩ. გ. 26.16667° ა. გ. / 57.86667; 26.16667
ფართობი 2 044 კმ²
მოსახლეობა 31 233 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 17 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2
ოფიციალური საიტი https://www.valgamaa.ee
ვალგამაა — ესტონეთი
ვალგამაა

ვალგამაა (ესტ. Valgamaa ან Valga maakond) — მაზრა ესტონეთში, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი ვალგა, რომელიც მდებარეობს ესტონეთ-ლატვიის საზღვარზე და წარმოიქმნა ქალაქ ვალკის (ლატვია) გაყოფის შედეგად 1920 წელს. მაზრის შემადგენლობაში შედის 13 მუნიციპალიტეტი: 2 ქალაქი (ვალგა და ტირვა) და 11 თემი.

რელიეფი გორაკ-ბორცვიანია. მაზრის ტერიტორიაზე მდებარეობს 200-ზე მეტი ტბა. განვითარებულია ტურისტული ინდუსტრია.

მაზრის მოსახლეობა, ისევე როგორც მთელი ესტონეთისა, მცირდება. მაზრის შობადობის კოეფიციენტი 2006 წელს იყო 9,1 %, ხოლო სიკვდილიანობისა - 15,1 %. მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა ასეთია:

ცხოვრობენ ასევე ფინელები, გერმანელები, ბელარუსები, თათრები, სომხები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]