იდა-ვირუმაა
| |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
---|---|---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | იიჰვი | ||||
კოორდინატები | 59°13′00″ ჩ. გ. 27°18′00″ ა. გ. / 59.21667° ჩ. გ. 27.30000° ა. გ. | ||||
ფართობი | 3,364 კმ² | ||||
მოსახლეობა | 166 548 კაცი (2012) | ||||
სიმჭიდროვე | 51,4 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||||
საავტომობილო კოდი | I | ||||
ISO 3166 კოდი | EE-44[1] | ||||
ოფიციალური საიტი | ida-virumaa.ee | ||||
![]() | |||||
იდა-ვირუმაა (ესტ. Ida-Virumaa ან Ida-Viru maakond) — რუსულენოვანი მაზრა ესტონეთში, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი იიჰვი. მაზრის შემადგენლობაში შედის 23 მუნიციპალიტეტი: 7 ქალაქი (ვირუ) და 16 თემი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იდა-ვირუმაა ერთ-ერთი ყველაზე ძველი რეგიონია ესტონეთში. X-XIII საუკუნეებში შემოიჭრნენ ვიკინგები. XIII საუკუნის დასაწყისში დაიპყრეს გერმანელმა ჯვაროსნებმა. 1219-1220 წლებში დანიელებმა, რომელთა ბატონობაც საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა. XIV საუკუნიდან ტევტონთა ორდენის ხელშია, ხოლო ლივონიის ომის შემდეგ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშია.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მაზრის ტერიტორიაზე მდებარეობს ესტონეთის:
- ყველაზე წყალუხვი მდინარე - ნარვა (400 მ³/წმ).
- ყველაზე დიდი ტბათა სისტემა - (40 ტბა 30 კმ²-ზე).
- ყველაზე მაღალი ჩანჩქერი - ვალასტე (25 მ).
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მაზრის მოსახლეობა, ისევე როგორც მთელი ესტონეთისა, მცირდება. მაზრის შობადობის კოეფიციენტი 2006 წელს იყო 9,4 %, ხოლო სიკვდილიანობისა - 15,3 %. მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა ასეთია:
- რუსები - 70,8 %
- ესტონელები - 19,9 %
- ბელარუსები - 2,8 %
- უკრაინელები - 2,7 %
- ფინელები - 1,4 %
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „იდა-ვირუმაა“ ვიკისაწყობში.
- მაზრის ოფიციალური საიტი
|
|
- ↑ MusicBrainz — MetaBrainz Foundation, 2000.