ვირუმაა
|
ვირუმაა Võrumaa | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
|---|---|---|---|---|---|
| ადმ. ცენტრი | ვირუ | ||||
| კოორდინატები | 57°45′00″ ჩ. გ. 26°55′00″ ა. გ. / 57.75000° ჩ. გ. 26.91667° ა. გ. | ||||
| ფართობი | 2,305 კმ² | ||||
| მოსახლეობა | 37387 კაცი (2012) | ||||
| სიმჭიდროვე | 16,7 კაცი/კმ² | ||||
| ოფიციალური საიტი | vorumaa.ee | ||||
|
| |||||
ვირუმაა (ესტ. Võrumaa ან Võru maakond) — მაზრა ესტონეთში, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ესაზღვრება რუსეთი და ლატვია, ასევე მაზრები: ვალგამაა და პილვამაა. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი ვირუ. მაზრის შემადგენლობაში შედის 13 მუნიციპალიტეტი: 1 ქალაქი (ვირუ) და 12 თემი.
რეგიონი სხვადასხვა დროს შედიოდა შვედეთის, პოლონეთისა და რუსეთის შემადგენლობაში. 1783 წელს რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ბრძანებით დაარსდა მაზრა ამჟამინდელი სახელწოდებით.
მაზრის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს ჰანიის მაღლობს. აქვე მდებარეობს ესტონეთისა და მთელი ბალტიისპირეთის უმაღლესი მწვერვალი სურ-მუნამიაგი (318 მ.) და ყველაზე ღრმა ტბა რიუგე-სუურიარვი (39 მ.).
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რიუგეს
- სიმერპალუს
- ვასტსელიინის
- ვირუ
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ვირუმაა“ ვიკისაწყობში.- მაზრის ოფიციალური საიტი
| ||||||||||
| |||||||