ესტონეთის თავდაცვის ლიგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესტონეთის თავდაცვის ლიგა
Eesti Kaitseliit
]
აქტიური 1918–1940
1991– დღემდე
ქვეყანა ესტონეთი
ტიპი არმია
რაოდენობა წევრი: 15 500
მოხალისე: 24,500[1]
ბრძოლები ესტონეთის განმათავისუფლებელი ომი
მეთაურები
Commander ბრიგადის გენერალი მიილის კიილი

ესტონეთის თავდაცვის ლიგა – კაიცელიტი (ესტ. Eesti Kaitseliit) — ესტონური პარამილიტარისტული ორგანიზაციების გაერთიანება. თავდაცვის ლიგის მიზანია ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციის  დაცვა.

თავდაცვის ლიგა ფლობს იარაღს და მონაწილეობს სამხედრო წვრთვნებში. ორგანიზაცია დაყოფილია 15 რეგიონალურ რაზმად, რომელსაც მალევი (ესტ. Malev) ეწოდება. მალევი წარმოადგენს დანაყოფს, რომელიც ზომით დიდია ბატალიონზე, თუმცა პატარაა დივიზიაზე. მის შემადგენლობაში 2000-მდე სამხედროა. რაზმების ძირითადი ნაწილი გაშლილია ესტონეთის მაზრების (ესტ. maakond) ტერიტორიაზე.

მისია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენერალი ერნსტ პოდერი – ესტონური თავდაცვის ლიგის პირველი მეთაური

თავდაცვის ლიგა წარმოადგენს ნებაყოფლობით სამხედრო თავდაცვით ორგანიზაციას, რომელიც ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ლიგა ფლობს შეიარაღებას და მონაწილეობს წვრთნებში.

თავდაცვის ლიგა თამაშობს უდიდს როლს სამოქალაქო ცხოვრებაში. მისი წევრები მონაწილეობენ ტყეში გაჩენილი უეცარი ხანძრების ჩაქრობაში, ნებაყოფლობით ხდებიან პოლიციელთა დამხმარეები, უზრუნველყოფენ სხვადასხვა ღონისძიების უსაფრთხოებას. ლიგის წევრები ასევე მონაწილეობენ საერთაშორისო მშვიდობის მისიებში. ლიგას კავშირები აქვს პარტნიორ ორგანიზაციებთან როგორც სკანდინავიურ ქვეყნებში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში და გაერთიანებულ სამეფოში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

[2]

ესტონური თავდაცვის ლიგის დანაყოფები აღლუმზე

1918 წელი – ესტონური თავდაცვის ლიგის წინაპარი მოქალაქეთა თავდაცვის ორგანიზაცია (ომაკაიცე, ესტ. Omakaitse) იყო, რომელიც რუსული რევოლუციის შემდეგ შეიქმნა.

1918 წლის 11 ნოემბერი მოქალაქეთა თავდაცვის ორგანიზაციას გადაერქვა სახელი და ესტონეთის თავდაცვის ლიგა ეწოდა, რომელიც ასრულებდა ეროვნული გვარდიის დავალებებს განმანთავისუფლებელ ომში.

1924 – წარუმატებელი კომუნისტური გადატრიალების შემდეგ ნათელი გახდა თავდაცვის ლიგის არსებობის საჭიროება. ეროვნული გვარდიის ამოცანების შესრულებისთვის თავდაცვის ლიგის განვითარება დაიწყო.

1925 – ოქტომბერში, თავდაცვის ლიგის გაზეთი "Kaitse Kodu!" (ქართ. დაიცავი შენი სამშბოლო) დაარსდა.

1926 – 19-20 ნოემბერს თავდაცვის ლიგის ორგანიზებით პირველი ფესტივალი გაიმართა ტალინში. 1940 წლამდე ასეთი 6 ჩატარდა.

1927 2 სექტემბერი – თავდაცვის ლიგის განვითარებისთვის და მისთვის ოჯახური ღირებულების გასაზრდელად დაარსდა ქალთა ორგანიზაცია (ესტ. Naiskodukaitse).

1928 – ორგანიზაციის უხუცესებმა გადაწყვიტეს, რომ ვაჟთა ახალგაზრდული ორგანიზაცია "ახალგაზრდა არწივები" (ესტ. Noored Kotkad) მოეწვიათ და გააერთიანებინათ ლიგაში

1931 – მთავრობამ დაამტკიცა თავდაცვის ლიგის სტატუტები (კანონები), რომლებიც დღემდე ძალაშია

1932 – თავდაცვის ლიგის ქალთა კორპუსში ჩამოყალიბდა გოგონათა ახალგაზრდული ორგანიზაცია – სამშობლოს ქალიშვილები (ესტ. Kodutütred).

1934 – ორგანიზაციის მუშაობის დასარეგულირებლად დამტკიცდა თავდაცვის ლიგის შიდა განაწესი.

1990 17 თებერვალი – იარვარკანდში, ესტონეთის სახელმწიფოებრივობის დასაცავად ლიგა ხელახლა დაარსდა.

1991 4 სექტემბერი – ესტონეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ლიგას უფლებამოსილება აღუდგინა.

1992 28 აპრილი – თავდაცვის ლიგა შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში გადავიდა, როგორც ეროვნული თავდაცვის ორგანიზაცია.

1999 წელს ესტონეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელმაც განსაზღვრა კაიცელიტის პოზიცია ეროვნული თავდაცვის სფეროში, ასევე ძირითადი მიზნები, სტრუქტურა და ოპერაციებში მონაწილეობის კონტროლის მექანიზმები.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგადი ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაცვის ლიგა 15 რეგიონალურ რაზმად, მალევად (ესტ. Malev), ხოლო ისინი მალევკონდებად იყოფა (ესტ. Malevkond) . მათ სამოქმედო არეალს ძირითადად ესტონეთის მაზრების (ესტ. maakond) საზღვრები წარმოადგენს. კაიცელიტი რეგულარულად იღებს მონაწილეობს საერთო სამხედრო და საერთაშორისო სწავლებებში, ატარებს საკუთარ სწავლებებს და თითქმის ყველა სამხედრო მიმართულებით ამზადებს პროფესიონალ კადრებს . ორგანიზაციის წევრობა გარდა ესტონეთის მოქალაქეებისა, შეუძლიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც. წევრები იყოფიან სამ ჯგუფად: მოქმედი წევრები, დამხმარეები და ვეტერანები.

ტალინის რაზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტალინის რაზმის შტაბი მდებარეობს კადრიორგში. რაზმის განკარგულებაშია ორი ტირი, ასევე სასწავლო კომპლექსი ნიმეში, რომელიც ადრე სახანძრო–სამხედრო ნაწილს წარმოადგენდა. რაზმი მოქმედებს დედაქალაქის ტერიტორიაზე. 1939 ბოლოს, რაზმში 8000-ხე მეტი, ხოლო დღევანდელი მონაცემებით 2000 ადამიანია. ტალინის რაზმში 11 ქვედანაყოფია:

  • დასავლეთის მალევკონდი (ესტ. Lääne malevkond) – ტერიტორიული ქვედანაყოფი. მოქმედებს მუსტამაიაეს და ჰააბერსტის რაიონებში.
  • ნიმეს მალევკონდი (ესტ. Nõmme malevkond) – ტერიტორიული ქვედანაყოფი.მოქმედებს ნიმეში, ითვლება ტალინის ერთ–ერთ საუკეთესო ქვედანაყოფად. მალევკონდის შემადგენლობაში შედიან ანტი-სატანკო, სადაზვერვო, შინაგანი თავდაცვისა და ლოჯისტიკის ჯგუფები.
  • აღმოსავლეთის ასეული (ესტ. Ida kompanii) – ტერიტორიული ქვედანაყოფი. მოქმედებს ლაცნამიაეს და პირიტას ტერიტორიაზე
  • სამხრეთის ასეული (ესტ. Lõuna kompanii) – ცალკეული ტერიტორიული ქვედანაყოფი.მოქმედებს კესკლინესა და კრისტიინეს ტერიტორიაზე
  • ჩრდილოეთის ასეული (ესტ. Põhja kompanii) – ტერიტორიული ქვედანაყოფი. მოქმედებს პიჰია–ტალინის რაიონში.
  • ტოომპეას მალევკონდი (ესტ. Toompea malevkond) – ექსტერიტორიული ქვედანაყოფი. მოქმედებს ტოომპეაში, სადაც მდებარეობს ესტონეთის პარლამენტი და იქვე მდებარე რაიონებში.
  • კალევის მალევკონდი (ესტ.Kalevi malevkond) – ექსტერიტორიული ქვედანაყოფი
  • აკადემიური მალევკონდი (ესტAkadeemiline malevkond) – ექსტერიტორიული ქვედანაყოფი. შედგება სტუდენტებისგან, ახალი უმაღლეს დამთავრებული მოქალაქეებისგან და სტუდენტური კორპორაციების წევრებისგან.
  • სადარაჯო ასეული (ესტ. Valvekompanii) – ექსტერიტორიული ქვედანაყოფი. იცავს სამხედრო ნაწილებსა და სამხედრო ობიექტებს.
  • რაზმის ორკესტრი (ესტ. Maleva orkester) – ექსტერიტორიული ქვედანაყოფი.
  • საზღვაო დივიზიონი (ესტ. Meredivisjon) – ექსტერიტორიული ქვედანაყოფი. განთავსებულია პორტში.

ჰარიუმაასს რაზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედებს ჰარიუმაას მაზრაში. შედგება 6 ქვედანაყოფისგან.

  • რიავალას მალევკონდი (ესტ. Rävala malevkond) – ტერიტორიული ქვედანაყოფი. მოქმედებს ჰარიუმაას აღმოსავლეთ ნაწილში. მალევკონდის შემადგენლობაშია სამი ასეული: რიავალა, კუუსაალუ, ჰარიუ–იაანი.
  • კეილას მალევკონდი (ესტ. Keila malevkond) – ტერიტორიული ქვედანაყოფი. მოქმედებს კეილას მუნიციპალიტეტში.
  • კოზეს მალევკონდი (ესტ. Kose malevkond) – ტერიტორიული ქვედანაყოფი. მოქმედებს კოზეს მუნიციპალიტეტში.
  • მიანიკუ მალევკონდი (ესტ. Männiku malevkond) – ექსტერიტორიული ქვედანაყოფი. შედგება საბრძოლო და სადაზრვერვო ჯგუფებისაგან, ასევე ნაღმმტყორცნელთა დანაყოფისგან.
  • სადარაჯო ასეული (ესტ. Valvekompanii) – ექსტერიტორიული ქვედანაყოფი. იცავს სამხედრო ნაწილებსა და სამხედრო ობიექტებს

რაპლას რაზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაპლას რაზმი მოქმედებს რაპლამაას ტერიტორიაზე.

ალუტაგუზეს რაზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედებს იდა-ვირუმაას ტერიტორიაზე. იყოფა 4 ქვედანაყოფად:

ვირუს რაზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედებს ლიაენე-ვირუმაას ტერიტორიაზე. იყოფა სამ ცაკლეულ ასეულად:

  • რაკვერეს ცალკეული ასეული  (ესტRakvere üksikkkompanii)
  • კადრინის ცალკეული ასეული (ესტKadrina üksikkompanii)
  • ტაპის ცალკეული ასეული (ესტTapa üksikkompanii)

იიგევას რაზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედებს იიგევამაას ტერიტორიაზე.

იარვას რაზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმდებს იარვამაას ტერიტორიაზე

პიარნუმაას რაზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედებს პიარნუმაას ტერიტორიაზე. შედგება სამი მალევკონდისაგან:

  • სოონტაგანა
  • კიკეპერა
  • კორბე

ლიაანეს რაზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედებს ლიაენემაას და კუნძულ ჰიიუმაას ტერიტორიაზე. ჰიიუმაზე განთავსებულია ჰიიუმაას მალევკონდი, ხოლო ლიაენემაას მაზრაში მოქმედებს რისტისა და რიდალას მალევკონდები.

საარემაას რაზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედებს კუნძულ საარემაას ტერიტორიაზე

ტარტუს რაზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედებს ქალაქ ტარტუს და ტარტუმაას მაზრის ტერიტორიაზე. იყოფა 4 ქვედანაყოფად:

  • ტარტუს მალევკონდი (ესტ. Tartu I malevkond)
  • აკადემიური მალევკონდი (ესტAkadeemiline malevkond) – შედგება ტალინის აკადემიური მალევკონდის მსგავსად.
  • ტამეს მალევკონდი (ესტ. Tamme malevkond) - იყოფა 5 განყოფილებად: ტამეს ასეული, ვეერიკუს ასეული, კირვეკიულას ცალკეული ქვედანაყოფი, ვინუსა და პუჰიის ცალკეული ჯგუფები.
  • ელვას ცაკლეული ასეული (ესტ.Elva üksikkompani)

საკალას რაზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედებს ვილიანდიმაას ტერიტორიაზე

ვალგამაას რაზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედებს ვალგამაას ტერიტორიაზე.

ვირუმაას რაზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედებს ვირუმაას ტერიტორიაზე.

პილვას რაზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედებს პილვამაას ტერიტორიაზე.

კაიცელიტის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაცვის ლიგის ქალთა კორპუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალთა საშინაო თავდაცვა,ნაისკოდუკაიცე (ესტ. Naiskodukaitse) – კაიცელიტის დამხმარე ორგანიზაცა.ჩამოყალიბდა 1927 წლის რ სექტემბერს. აღადგინეს 1991 წლის 20 სექტემბერს.შედგება დაახლოებით 1700 მოხალისე ქალისგან. ორგანიზაციის ძირითად მოვალეობებში შედის კაიცელიტის ზუგში მოქმედება და მხარდაჭერა ესტონეთის დამოუკიდებლობის დაცვაში, სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა, თავდაცვის ლიგის სამოქალაქო აქტივობებეის ორგანიზება.

თავდაცვის ლიგის გოგონათა კორპუსი – "სამშობლოს ქალიშვილები"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაცვის ლიგის გოგონათა კორპუსი – კოდუტიუტრედი (ესტ.Kodutütred) შეიქმნა, რათა გაეზარდათ პატრიოტული განწყობა და თავდაცვისათვის მზაობა ესტონელ გოგონებში.

თავდაცვის ლიგის ვაჟთა კორპუსი – "ახალგაზრდა არწივები"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაცვის ლიგის ვაჟთა კორპუსი – ნოორედ კოტკადის (ესტ. Noored kotkad) მთავარ ამოცანას წარმოადგენს ვაჟების აღზრდა კარგ მოქალაქეებად ჯანსაღი სხეულითა და აზროვნებით. ორგანიზაციის წევრები ვარჯიშობენ სროლაში, ბუნებაში ორიენტაციაში, ასევე პარაშუტით ხტომაში, პარაპლანით ფრენაში და ა.შ. ვაჟთა კორპუსი ასევე მონაწილეობს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებში, რომელთაგან ეყველაზე პოპულარული და ასევე რთული, "მინი–ერნაა", რომელიც 35 კმ სიგრძის სადაზვერვო შეჯიბრს წარმოადგენს.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაიცელიტის მეთაური წარმოადგენს უმაღლეს წოდებას თავდაცვით ლიგაში,თუმცა ადამიანი რომელიც ამ წოდებას ატარებს შესაძლოა სულაც არ იყოს უფროსი რანგის ოფიცერი. მეთაური პასუხისმგებელია მის ხალხზე, მათ მომზადებაზე, შეიარაღებასა და ორგანიზაციის განვითარებაზე. მეთაურს ესტონეთის შეიარაღებული ძალების მეთაური ნიშნავს[3] . ორგანიზაციის ამჟამინდელი მეთაურია ბრიგადის გენერალი მიილის კიილი, რომელიც 2012 წელს დაინიშნა.

რანგები და განმასხვავებელი ნიშნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაცვის ლიგის რანგობრივი სტრუქტურა ესტონეთის შეიარაღებული ძალების მსგავსია, თუმცა შტაბის წევრები ზოგჯერ განსხვავებულ განმასხავევებელი ნიშნებს იყენებენ..

შტაბი უფროსი უმცროსი
ესტ.
Ametikohad
Kaitseliidu ülem Kaitseliidu Peastaabi ülem Kaitseliidu maleva pealik Maleva vaneminstruktor Malevkonna pealik Kompanii pealik Rühma pealik Rühmapealik eriüksustes Rühmapealiku abi Jaopealik Jaopealiku abi
ქართ.

წოდება

კაიცელიტის მეთაური შტაბის მეთაური მალევის მეთაური უფროსი ინსტრუქტორი მალევკონდის მეთაური ასეულის მეთაური ოცეულის მეთაური ოცეულის მეთაური სპეცდანიშნულების ქვედანაყოფში ოცეულის მეთაურის თანაშემწე სექციის მეთაური სექციის მეთაურის თანაშემწე

უნიფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესტონეთის შეიარაღებული ძალების სტანდარტულ ფორმას ESTDCU (ციფრული კამუფლიაჟის ესტონური ვერსია) წარმოადგენს. სადღესასწაულო შემთხვევში (მაგალითად აღლუმზე) თეთრ ხელსახვევებს ატარებენ, რომლებზეც იმ მაზრის გერბია გამოსახული, რომლის ტერიტორიულ ქვედანაყოფშიც ირიცხებიან. სხვადასხვა ცერემონიებზე და აღლუმებზე ქალები სამოქლაქო უნიფორმას ატარებენ.

ესტონური კამუფლიაჟი

პირველი მსოფლიო ომის დროს და 1990-იან წლებში თავდაცვის ლიგის წევრები სამოქალაქო ტანსაცმელზეც იკეთებდნენ ხელსახვევებს, რადგან ორგანიზაციას ყველა წევრის სამხედრო ფორმით უზრუნველყოფა სახსრების უქონლობის გამო არ შეეძლო.

აღჭურვილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაიცელიტის ძირითად საბრძოლო იარაღს ებრაული Galil-ი და გერმანული H&K G3-ი წარმოადგენს. ესტონელი ჩუბინები მოდერნიზებულ M14 ტიპის შაშხანებს იყენებენ.

სექციის და ასეულის დონეზე მხარდამჭერ ცეცხლს უზრუნვეყლოფს გერმანული ხელის ტყვიამფრქვევი MG3. ბატალიონების დონეზე გამოიყენება 40 მმ-იანი ტანსკსაწინააღმდგო ყუმბარმტყორცნი M-69, 82 მმ-იანი ყუმბარმტყორცნი B-300 და 81 მმ-იანი ნაღმმტყორცნი B455.

კაიცელიტის შეიარაღებაშია ასევე 84 მმ-იანი უუკუცემო ქვემეხი Carl Gustav-ი და 90 მმ-იანი უუკუცემო ქვემეხი Pvpj 1110[4]. თავდაცვის ლიგის შემადგელობაშია მცირე რაოდენობით ჯავშანტრანსპორტიორები, მაგალითად BTR-80, ასევე მცირე რაოდენობით შვედური ჯავშანმანქანები[5] .

შეიარაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Model Image Origin Type Caliber Notes
H&K G3 დროშა: შვედეთი შვედეთი
დროშა: ნორვეგია ნორვეგია
დროშა: გერმანია გერმანია
ძირითადი საბრძოლო შაშხანა 7.62×51 მმ ნატო Ak 4, AG-3F2, G3A3ZF and G3A4 ვარიანტები..[6][7][8][9]
MG3 დროშა: გერმანია გერმანია ხელის ტყვიამფრქვევი 7.62×51 მმ ნატო [6][7]
m/45 B დროშა: შვედეთი შვედეთი პისტოლეტი-ტყვიამფრქვევი 9×19 მმ [10]
B-300 ისრაელის დროშა ისრაელი ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი 82 მმ იყიდეს ისრაელისგან 1993 . იყნებს პიარნუმაას რაზმი .[7]
Carl Gustav დროშა: შვედეთი შვედეთი უუკუცემო ქვემეხი 84 მმ M2 და M3 ვარიანტები.[6][7][11]
FGM-148 Javelin დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ გაისროლე დაივიწყე ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა 127 მმ რაოდენობა უცნობია[12]
Pvpj 1110 დროშა: შვედეთი შვედეთი უუკუცემო ქვემეხი 90 მმ 130 ერთეული.[6][7][11]
M40A1 დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ უუკუცემო ქვემეხი 105 მმ 30 ერთეული.[11]
B-455 ისრაელის დროშა ისრაელი ნაღმმტყორცნი 81 მმ ნაწილობრივ ჩაანაცვლა M252.[13]
M252 დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ნაღმმტყორცნი 81 მმ [13]

სატრანსპორტო საშუალებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Model Image Origin Type Number Notes
BTR-80 დროშა: სსრკ სსრკ ჯავშანტრანსპორტიორი 5 BTR-80UNSh ვერსია. მიიღეს ესტონეთის შეიარაღებული ძალებისგან.[14]
Mercedes-Benz Unimog დროშა: გერმანია გერმანია 97+ Unimog 416-ების დიდი ნაწილი დანიისგან უსასყიდლოდ მიიღეს. შეიარაღებია ასევე Unimog 435/1300L სერიის მოდელები .[15]
Mercedes-Benz 1017A დროშა: გერმანია გერმანია battle rifle 95 იყიდეს გერმანიისგან.[16]
Volvo Tgb დროშა: შვედეთი შვედეთი ზოგიერთზე დაყნებულია 90 მმ უუკუცემო ქვემეხი.[17]
Mercedes-Benz G-Class დროშა: გერმანია გერმანია მსუბუქი ავტომობილი უცნობი რაოდენობით იყიდეს ნიდერლანდებისგან.[18][19]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Estonian Defence League English. Estonian Defence League. ციტირების თარიღი: 4 December 2015.
  2. History of the Defence League დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine. at www.mil.ee
  3. Estonian Defence league: The leadership დაარქივებული 2011-07-20 საიტზე Wayback Machine.
  4. Estonian Defence League: Equipment დაარქივებული 2011-07-20 საიტზე Wayback Machine.
  5. Defence League's Harju malev: Equipment of the Rävala malevkond. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-31. ციტირების თარიღი: 2018-01-04.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 TULD KÕIGIST TORUDEST: vaata Tartu kaitseliitlaste lahinglaskmisi!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-30. ციტირების თარიღი: 2018-01-04.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 Kaitseliit. „Kaitseliit marsib suurimal kaitseväe paraadil“. ციტირების თარიღი: 2017-11-14.
  8. „Norrast saadud relvad jõuavad nii ajateenijateni kui kaitseliitlasteni“. Postimees (ესტონური). ციტირების თარიღი: 2017-11-14.
  9. Automaat HK G3A3ZF/G3A4 Estonian. Estonian Defence Forces. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-02. ციტირების თარიღი: 2018-01-04.
  10. Käsitulirelvad Estonian. Estonian Defence Forces.
  11. 11.0 11.1 11.2 IISS. The Military Balance 2016, page 91
  12. GALERII ǀ Kaitseliitlased said Javeliniga käe valgeks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-14. ციტირების თარიღი: 2018-01-04.
  13. 13.0 13.1 Kaitseliit. „Kaitseliit viib Sirgalas läbi viimased lahinglaskmised enne NATO kollektiivkaitseõppust“. ციტირების თარიღი: 2017-11-13.
  14. „Kaitse Kodu! nr 8 2013. a“. issuu (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-11-14.
  15. „Taanlased kingivad Kaitseliidule 97 veokit“. Postimees (ესტონური). ციტირების თარიღი: 2017-11-14.
  16. Kaitseliit. „Kaitseliidu malevad saavad kätte uued veoautod“. ციტირების თარიღი: 2017-11-14.
  17. Kaitseliit. „Võidupüha näitus Pärnus“. ციტირების თარიღი: 2017-11-14.
  18. Kaitseliit. „Kaitseliidu autopark sai täiendust“. ციტირების თარიღი: 2017-11-14.
  19. Kaitseliit. „Kaitseliit sai kätte medsõidukid“. ციტირების თარიღი: 2017-11-14.