ვილიანდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ვილიანდი
Viljandi
დროშა გერბი

ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
მაზრა ვილიანდიმაა
კოორდინატები 58°22′00″ ჩ. გ. 25°36′00″ ა. გ. / 58.36667° ჩ. გ. 25.60000° ა. გ. / 58.36667; 25.60000
მმართველი Madis Timpson
დაარსდა 1939
პირველი ხსენება 1154
ადრეული სახელები ფელინი
ამჟამინდელი სტატუსი 1283
ფართობი 14,62 კმ²
მოსახლეობა 17868 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +372
საფოსტო ინდექსი 71020
საავტომობილო კოდი D
ოფიციალური საიტი viljandi.ee
ვილიანდი — ესტონეთი
ვილიანდი

ვილიანდი (ესტ. Viljandi) — ქალაქი ესტონეთში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ვილიანდის ტბის ნაპირზე, ტალინიდან 161 კმ-ში. ვილიანდიმაას მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი. 1283 წელს მიიღო ქალაქის სტატუსი. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით (17 868 კაცი; 2012 წ.) არის ესტონეთის მეშვიდე ქალაქი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსდა XIII საუკუნეში, როგორც ტევტონთა ერთ-ერთი რეზიდენცია ესტონეთში. ცნობილია ვილიანდის ციხესიმაგრე, რომელიც თავის დროზე ერთ-ერთი უძლიერესი იყო მთელ ჩრდილოეთ ევროპაში. უმოწყალოდ განადგურდა ჩრდილოეთის ომის დროს. დღეს ამ ციხიდან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. 1931 წელს ციხესიმაგრის წინ არსებულ თხრილზე ქვეითთა დაკიდებული ხიდი აიგო.

ნანგრევების გვერდით XV საუკუნის წმ. იოანეს ეკლესია (იაანი კირიკ) მდებარეობს. თავდაპირველად იგი აშენდა როგორც ფრანცისკანული სააბატო, შემდეგ რამდენიმე ხანს წმ. პავლეს სახელს ატარებდა. ძველ ქალაქში შემორჩენილია რამდენიმე XVIII საუკუნის დროინდელი შენობა, ყოფილი აფთიაქის (1779–1780) ჩათვლით, რომელშიც დღეს ვილიანდის მუზეუმი მდებარეობს. ფუნქციონალური სტილის შესანიშნავი ნიმუშია 1931 წელს აგებული რატუშა. (არქ. ი. ფუკსი).

ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს ესტონეთის სიდიდით მეორე ტბა ვილიანდი, რომელიც სამრეწველო და ტურისტულ-რეკრეაციული მიზნებით გამოიყენება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]