მდებარეობს კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე; მის სამხრეთით მდებარეობს კიარდლის მეტეორიტის კრატერი, რომლის ასაკიც 455 მილიონი წელია.
წერილობით წყაროებში კიარდლა პირველად 1564 წელს იხსენიება, როგორც შვედებით დასახლებული სოფელი. მისი ზრდა დიდად განაპირობა 1830 წელს გახსნილმა ტანსაცმლის ფაბრიკამ. 1849 წელს აიგო ნავსადგური. ფაბრიკაცა და პორტიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაინგრა. კიარდლას 1920 წელს ოფიციალურად მიენიჭა პატარა ქალაქის, 1938 წელს კი ქალაქის სტატუსი.