ლივონიის ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსეთ-ლიტვის ომი.
ლივონიის ომი
Jan Matejko-Batory pod Pskowem.jpg
სტეფანე ბატორი ფსკოვზე
თარიღი 17 იანვარი 1558 - 1583
მდებარეობა ლივონია
შედეგი პოლონეთისა და შვედეთის გამარჯვება
მხარეები
რუსეთის სამეფო
ლივონიის სამეფო
Baltic coat of arms.svg ლივონიის კონფედერაცია
Herb Rzeczypospolitej Obojga Narodow.svg პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა
(1569-წლამდე პოლონეთ-ლიტვის კავშირი)
Flag of Denmark.svg დანია-ნორვეგიის კავშირი
შვედეთის დროშა შვედეთი
Herb Viyska Zaporozkogo (Alex K).svg ზაპოროჟიის კაზაკები
Coat of arms of Transylvania.svg ტრანსილვანიის სათავადო
(1577-წლიდან)[1]
მეთაურები
ივანე IV სტეფანე ბატორი


ლივონიის ომი 1558-1583 წწ; მოსკოვის სახელმწიფოს ომი ლივონიის დასაპყრობად და ბალტიის ზღვაზე გასასვლელად.

მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალტიისპირეთის მიწების ათვისებით თავდაპირველად დაინტერესებული იყო რუსული თავად-აზნაურობა, ხოლო „ევროპაში ფანჯრის გაჭრით“ — რუს ვაჭართა ფენა.

ომი დაიწყო ლივონიის ორდენის წინააღმდეგ. შემდეგ, ომში, მოსკოვის სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩაებნენ შვედეთი, პოლონეთი და ლიტვა; მაგრამ უკვე 1559 წელს ა. ადაშევის პოლიტიკური ჯგუფის გავლენით, მოწინააღმდეგენი დაზავდნენ. ლივონიის ფეოდალებმა ისარგებლეს ამით და პოლონეთის მეფის სიზიგმუნდ II-ს მფარველობაში შევიდნენ. იმავე წელს დანია დაეუფლა კურლანდიისა და ეზელ-ვიკის ეპარქიებს.

1560 წელს რუსებმა დაამარცხეს ორდენის ჯარი და დაიპყრეს მარიენბურგი და ფელინი. ჩრდილოეთ ესტონეთის ფეოდალები შვედეთის მფარველობაში შევიდნენ.

ომის მეორე ეტაპი 1561 წელს დაიწყო, როდესაც მოსკოვის წინააღმდეგ ომში ჩაებნენ პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფო და შვედეთი. პირველ წლებში რუსეთი კვლავ აღწევდა გარკვეულ წარმატებებს. 1563 წელს აიღო პოლოცკი. 1564 წელს მოსკოვის არმია რამდენიმეჯერ დამარცხდა. იმავე წლის გაზაფხულზე ლიტვაში გაიქცა თავადი კურბსკი, ხოლო შემოდგომაზე მოსკოვს თავს დაესხა ყირიმის ხანი დევლეთ-გირეი. 1566 წელს მოსკოვს ლიტვის ელჩობა ეწვია და ლივონიის გაყოფა შესთავაზა. 1566 წლის საერობო ყრილობამ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას ებრძოლათ რიგის აღებამდე. ეს ივანე IV-ის განზრახვა იყო. 1569 წელს პოლონეთის სამეფო და ლიტვის დიდი სამთავრო ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდა (ლუბლინის უნია), რამაც გაართულა რუსეთის მდგომარეობა. ამას დაერთო ოსმალეთის არმიის 1569 წლის გალაშქრება ასტრახანზე და დევლეთ I გირეის 1571 წლის თავდასხმა მოსკოვზე.

ნარვას ალყა 1558

პოლონეთში დაწყებულმა უმეფობის ხანამ შეამსუბუქა რუსეთის მდგომარეობა და მან 1573-77 წწ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია ბალტიისპირეთში. მაგრამ, არახელსაყრელმა საერთაშორისო და საშინაო ვითარებამ, რუსული თავად-აზნაურობის მიერ ბალტიური მიწების დაპატრონებამ ადგილობრივ მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია, რამაც მკვეთრად შეაბრუნა ლივონიის ომის მსვლელობა და გაართულა რუსეთის მდგომარეობა.

პოლონეთმა ენერგიულად შეუტია მოსკოვის სახელმწიფოს 1579 წელს, აიღო პოლოცკი, ველიკიე-ლუკი, ალყა შემოარტყა ფსკოვს. შვედებმა დაიკავეს ნარვა და კორელა. ფსკოვის წინააღმდეგობამ აიძულა ბატორი ზავი შეეთავაზებინა მოსკოვისთვის. 1582 წელს მოდავენი დაზავდნენ 10 წლით (იამზაპოლსკში). რეჩ პოსპოლიტას დარჩა პოლოცკი და ლივონია, რუსეთს დაუბრუნდა ბატორის მიერ დაპყრობილი რუსული მიწები. 1583 წელს მოსკოვი დაუზავდა შვედეთსაც, რომელმაც დაიტოვა ნარვა და რუსული ქალაქები იამი, კოპორიე, ივანგოროდი.

ლივონიის ომი დამთავრდა მოსკოვის სახელმწიფოს დამარცხებით.

ბრძოლა ბალტიისპირეთისთვის XVIII საუკუნის დამდეგს განახლდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. E. Liptai: Magyarország hadtörténete (1), Zrínyi Katonai Kiadó 1984. ISBN 963-326-320-4; 208. p.