დიდი კაცხი
| სოფელი | |
|---|---|
|
დიდი კაცხი | |
|
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | იმერეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| თემი | კაცხი |
| კოორდინატები | 42°17′09″ ჩ. გ. 43°12′17″ ა. გ. / 42.28583° ჩ. გ. 43.20472° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 560 მ |
| მოსახლეობა | 629[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
დიდი კაცხი — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (კაცხის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე კაცხურის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 560 მ-ზე, ჭიათურიდან 12 კილომეტრში. სოფელში არის საბაზო სკოლა[2] და საბავშვო ბაღი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად XI საუკუნეში მოიხსენიება. გვიანფეოდალური ხანის წყაროებში ნახსენებია კაცხის ციხე. ის თავდაპირველად სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა, XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან აბაშიძეთა ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან კი კვლავ სამეფო ხელისუფლების განმგებლობაში იყო. 1802 წელს ერეკლე II-ის მრჩეველი სოლომონ ლიონიძე სამოღვაწეოდ იმერეთში სოლომონ II-ის სამეფო კარზე გადავიდა. 1804 წლის 3 ოქტომბრის სიგელით მეფემ მას უბოძა მდივანბეგობა და ყმა-მამული „კაცხი საკალმახე წყლით“. სოლომონ მსაჯულის ეზოში XX საუკუნეში ფუნქციონირებდა დიდი კაცხის სკოლა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 629 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[3] | 802 | 378 | 424 |
| 2014[1] | 304 | 325 |
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის მთავარი ღირსშესანიშნაობაა კაცხის ციხე. სოფელში ასევე მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესია. ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია დიდი კაცხის ტერიტორიაზე არსებული კარსტული რელიეფის ფორმებიდან აღსანიშნავია ჭალისკლდის ჭა და ჭალისკლდის მღვიმე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 416.
- დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 20
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
| ||||||||||