კაცხის ციხე
იერსახე
კაცხის ციხე — ფეოდალური ხანის ციხის ნანგრევები სოფელ კაცხში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდინარე კაცხურას მარჯვენა ნაპირზე.
სახელწოდება – „კაცხის ციხე“ გვხვდება გვიანდელი ფეოდალური ხანის წყაროებში. ციხე, თავდაპირველად ბაღვაშების საკუთრება იყო. მათი განდევნის შემდეგ კი მეფის ხელისუფლებას ექვემდებარებოდა.
XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან აბაშიძეთა ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, 1753 წლიდან კვლავ სამეფო ხელისუფლების, სოლომონ I-ის განმგებლობაშია. ამჟამად შემორჩენილია მისი ნანგრევები.