ბუნიკაური
სოფელი | |
---|---|
ბუნიკაური | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°19′54″ ჩ. გ. 43°15′20″ ა. გ. / 42.33167° ჩ. გ. 43.25556° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 760 მ |
მოსახლეობა | 61[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ბუნიკაური — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (სარქველთუბნის თემი), მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის ხეობაში. ზღვის დონიდან 760 მეტრი, ჭიათურიდან 10 კილომეტრი, ქუთაისიდან – 77 კმ., თბილისიდან – 189 კმ. სოფელში იღებენ მანგანუმს.
სოფელში ძველთაგანვე განვითარებული იყო მეცხოველეობა და მევენახეობა, ითესებოდა ხორბალი და სიმინდი, კარგად იყო განვითარებული მეტალურგიაც და ამაზე სოფლის სახელწოდებაც მიგვანიშნებს.
ბუნიკაურის ტერიტორიაზე მრავლადაა კარსტული ფორმები, მათ შორის აღსანიშნავია: შვილობისას მღვიმე, საქაჯკარის მღვიმე, ჭერულის მღვიმე და ბუნიკაურის კარსტული შახტი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 61 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[2] | 146 | ||
1911[3] | 110 | ||
1989[4] | 117 | ||
2002[5] | 132 | 62 | 70 |
2014[1] | 61 | 31 | 30 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 505.
- დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 28
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 209.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 136.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 505.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|