ითხვისი
სოფელი | |||
---|---|---|---|
ითხვისი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | იმერეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ჭიათურის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ითხვისი | ||
კოორდინატები | 42°17′36″ ჩ. გ. 43°20′32″ ა. გ. / 42.29333° ჩ. გ. 43.34222° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 720 მ | ||
მოსახლეობა | 1882[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები[2] | ||
რელიგიური შემადგენლობა | მართლმადიდებლები | ||
|
ითხვისი — სოფელი ჭიათურის მუნიცპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბეგიაური, ბჟინევი). მდებარეობს ითხვისის ზეგანზე. ზღვის დონიდან 720 მეტრი. ჭიათურიდან 16 კილომეტრი. სოფელში არის მანგანუმის საბადო. სოფელში აღმოჩენილია ადრე ბრინჯაოს ხანის დასახლება „ჩილათი“. სოფელში იდგა ეკლესია, რომელიც 1830-იან წლებში უკვე დანგრეული იყო.
სექციების სია
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელ ითხვისს ჩრდილოეთით ესაზღვრება მდ. ყვირილის კანიონისებური ხეობა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზოდის თემის სოფელი დარკვეთი, სამხრეთით ესაზღვრება ნიგოზეთის თემის სოფელი წასრი (კობახიძეების უბანი). სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ესაზღვრება ითხვისის თემის სოფელი ბეგიაური, მდ. "ფრონესა და მდ. ყვირილის წყალგამყოფი, ადგილი „ფცქიალაური“ 810 მ. შემდეგ სოფლის სასაფლაო - ზღვის დონიდან 794 მეტრი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში საზღვარი გადის მდინარე წინწკილას სათავეზე (მდ. ფრონეს მარჯვენა შენაკადი) ზღვის დონიდან 700-720 მეტრი, ხოლო შემდეგ საზღვარი მიუყვება ე. წ. „დვალაშვილების გორას“ ზღვის დონიდან 810 მ. დასავლეთით ესაზღვრება პერევისის თემი. საზღვარი ასევე მიუყვება მდინარე ითხვისისწყლის ხეობას (ყვირილის მარცხენა შენაკადი). სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ესაზღვრება პერევისის თემის სოფელი კალაური, შემდეგ ესაზღვრება სოფელი შუქრუთი, აღმოსავლეთით ესაზღვრება ითხვისის თემის სოფელი ბჟინევი. სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში საზღვარი სოფელი ბჟინევთან ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს ზღვის დინიდან 809 მეტრს (მდინარე იმერეთის ფრონისა და ყვირილას აუზის წყალგამყოფი სერი, ტყის ზონა). საზღვრის სიმაღლე ზღვის დონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ თანდათან მცირდება, „პასიეთის ტყის“ მიდამოებში სიმაღლე 600-650 მეტრია, ხოლო უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე ყვირილის ხეობის მარცხენა მხარეს საზღვარის სიმაღლე 400-420 მეტრამდე მცირდება. ითხვისის მინიმალური წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან 360 მეტრია (ითხვისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს). თემის მაქსიმალური წერტილია სოფელ ითხვისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე იმერეთის ფრონისა და ყვირილას აუზის წყალგამყოფი სერი, ე. წ. „დვალაშვილების გორა“ ზღვის დონიდან 810 მ. თემის ცენტრის სიმაღლე (ითხვისის საჯარო სკოლის მიდამოები) ზღვის დონიდან 710 მეტრი. სოფელი ითხვისის ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (ზედა და ქვედა ითხვისის უბ-ნების ჩათვლით) საშუალოდ გადაჭიმულია 7-7,5 კმ-ზე. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 4,5- 5 კმ-ზე. სოფლის უკიდურეს ჩრდილოეთით, მდინარე ყვირილას ხეობაში, ზღვის დონიდან 500 მეტრზე, 2013 წლის 1 თებერვალს თსუ-ს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის და თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ შესწავლილი იქნა კარსტული მღვიმე, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსების 95 წელთან დაკავშირებით ეწოდა სახელი „თსუ-95“.[3]
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 882 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 2 846 | 1 431 | 1 415 |
2014[1] | ![]() |
965 | 917 |
ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში დაიბადა პოეტი გიორგი წერეთელი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. V, გვ. 103-104, თბ., 1980 წელი.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ ახალაღმოჩენილ მღვიმეს „თსუ 95“ ეწოდა
|