მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზედა ჭალოვანი — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულში (იმერეთის მხარე).
მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ციხისწყლის (ჯრუჭულის მარჯვენა შენაკადი; ყვირილის აუზი) ნაპირას, ზღვის დონიდან 1040 მ-ზე, ჭიათურიდან 18 კმ-ში. სოფლის აღმოსავლეთით, შემაღლებულ ადგილას მდებარეობს ზეკვეცის ეკლესია და ნაეკლესიარი „ძველი ზეკვეცა“.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 250 ადამიანი.
| აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
| 2002[2] |
338 |
179 |
159
|
| 2014[1] |
250 |
131 |
119
|
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, , 2014. — გვ. 335.
- დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 36