შინაარსზე გადასვლა

ვაჭევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ვაჭევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თემი ვაჭევი
კოორდინატები 42°18′54″ ჩ. გ. 43°12′10″ ა. გ. / 42.31500° ჩ. გ. 43.20278° ა. გ. / 42.31500; 43.20278
ცენტრის სიმაღლე 840
მოსახლეობა 324[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვაჭევი — საქართველო
ვაჭევი
ვაჭევი — იმერეთის მხარე
ვაჭევი

ვაჭევისოფელი საქართველოში (იმერეთის მხარე), ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ვაჭევი, მელუშეეთი, ღვითორი, ჯოლხეეთი).

მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდ. კაცხურასა და ღვითორს (ყვირილის აუზი) შორის, ზღვის დონიდან 840 მ-ზე, ჭიათურიდან 19 კმ-ში.

სოფელი წერილობით წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნის I ნახევრის ერთ სიგელში, როგორც ნასოფლარი. XVII-XVIII საუკუნეებში კაცხის მონასტრის საკუთრებაა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 324 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 679 350 329
2014[1] 324 162 162

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მიდამოებში მდებარეობს რამდენიმე ბუნებრივი მღვიმე: უნდოკლდის, ვარსინის (ვაჭევის), ვარხმელის (კოკოზოურის), ხერგულისკლდის (გულგულისკლდის). უნდო კლდისა და ხერგულის კლდის მღვიმეებში აღმოჩენილია ქვის ხანის (ზედა და შუა პალეოლითის) ადამიანთა სადგომები.

  • ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 216.
  • დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვ., ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017. — გვ. 10.
  • ლეჟავა ზ., წიქარიშვილი კ., დვალაშვილი გ., თუშაბრამიშვილი ნ., ჭიათურის მუნიციპალიტეტის კარსტული მღვიმეები, თბ., 2016. — გვ. 39, 40, 77-78, 94-95.
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II