მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიღა — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ქვაციხის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე ბუჯის (ჩოლაბურის მარცხენა მდგენელი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 520 მეტრი , ჭიათურიდან 23 კილომეტრი , ქუთაისიდან (თერჯოლის გავლით) — 50 კმ., თბილისიდან — 202 კმ.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 367 ადამიანი.
აღწერის წელი
მოსახლეობა
კაცი
ქალი
2002[ 2]
603
308
295
2014[ 1]
367
190
177
ბიღას ტერიტორიაზე არის წმ. გიორგის ეკლესია და მცირე ეკლესიის ნანგრევები სოფლის სასაფლაოზე. ასევე აქვეა საელიოს სალოცავი, სადაც მოსახლეობა 2 აგვისტოს აღნიშნავს ელიაობას.
ენციკლოპედია „საქართველო“ , ტ. 1, , 1997. — გვ. 444.
დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 16