შინაარსზე გადასვლა

ზედა ბერეთისა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზედა ბერეთისა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თემი ნიგოზეთი
კოორდინატები 42°11′46″ ჩ. გ. 43°24′18″ ა. გ. / 42.19611° ჩ. გ. 43.40500° ა. გ. / 42.19611; 43.40500
ცენტრის სიმაღლე 840
მოსახლეობა 328[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზედა ბერეთისა — საქართველო
ზედა ბერეთისა
ზედა ბერეთისა — იმერეთის მხარე
ზედა ბერეთისა

ზედა ბერეთისასოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში ნიგოზეთის ადმინისტრაციულ ერთეულში (იმერეთის მხარე).

მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე დუმალის (ძირულის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 840 მ-ზე, ჭიათურიდან 19 კმ-ის და ქუთაისიდან 85 კმ-ის დაშორებით. სოფელში არის სკოლა, კერძოდ ქვედა ბერეთისის მიწაზე, არის საფეხბურთო მოედნები. სოფელში დგას XIX საუკუნის ეკლესია (აღდგენილია 2003 წელს).

ზედა ბერეთისა გვიანფეოდალურ ხანაში იყო სოფელ ბერეთისას ნაწილი (იხსენიება XVII საუკუნიდან). ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ დასავლეთ საქართველოს რუკაზე აღნიშნულია ორი ბერეთისა — ზედა და ქვედა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 328 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[2]544262282
2014[1] 328160168
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.  გვ. 330.
  • დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 58
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II