შინაარსზე გადასვლა

შუქრუთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
შუქრუთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თემი პერევისა
კოორდინატები 42°16′34″ ჩ. გ. 43°19′28″ ა. გ. / 42.27611° ჩ. გ. 43.32444° ა. გ. / 42.27611; 43.32444
ცენტრის სიმაღლე 680 მ
მოსახლეობა 559[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
შუქრუთი — საქართველო
შუქრუთი
შუქრუთი — იმერეთის მხარე
შუქრუთი

შუქრუთი — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (პერევისას თემი). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 680 მეტრი, ჭიათურიდან 6 კილომეტრი.

სოფელში მოიპოვება მანგანუმის მადანი. სოფლის ტერიტორიაზე კლდოვანი ეხი – თარო კლდე. სოფელში არის კვარციანი ქვიშის კარიერი.

1924 წელს სოფელ შუქრუთში დაიწყო ანტისაბჭოთა აჯანყება.[2]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 559 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[3]979442537
2014[1] 559260299