ზოდი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზოდი.
სოფელი
ზოდი
სოფ. ზოდი.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თემი ზოდი
კოორდინატები 42°20′35″ ჩ. გ. 43°19′16″ ა. გ. / 42.34306° ჩ. გ. 43.32111° ა. გ. / 42.34306; 43.32111
პირველი ხსენება XV საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 630
მოსახლეობა 1483[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები[2]
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+4
ზოდი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ზოდი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)
ზოდი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
ზოდი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)

ზოდისოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დარკვეთი, ზედუბანი, მოხოროთუბანი). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, ზღვის დონიდან 630 მეტრი, ჭიათურიდან 13 კილომეტრი. ზოდი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XV საუკუნეში. სოფელში არის კვარციანი ქვიშის კარიერი[3], მინერალური წყლები. სოფელში არის საბავშვო ბაღი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 483 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 2 126 1 049 1 077
2014[1] Decrease2.svg 1 483 735 748

არქეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ტერიტორიაზე რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლია აღმოჩენილი.

სამგლე კლდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სამგლე კლდე.

სამგლე კლდე, პალეოლითური ხანის კარსტული მღვიმე მდინარე ჯრუჭულის კანიონისებური ხეობის მარჯვენა ნაპირზე, სამერცხლე კლდისა და ჯრუჭულის მღვიმეებს შორის, აღმოაჩინეს 1962 წელს და გათხარეს 1963-67 წლებში. სამგლე კლდის ქვედა ფენა შუა პალეოლითის ხანისაა. აღმოჩენილია მღვიმის დათვის, ბიზონის, შვლის, კეთილშობილი ირმის, ჯიხვისა და გიგანტური ირმის ძვლები. მღვიმე ნეანდერტალური ადამიანის დროებით ნასახლარს წარმოადგენდა. მასალა შუა მუსტიეს ხანას განეკუთვნება.

სამელე კლდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სამელე კლდე.

სამელე კლდე მდებარეობს მდინარე ჯრუჭულის მარჯვენა ნაპირას. ის ნეოლითისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ძეგლია. გათხრები მიმდინარეობს 1959 წლიდან. სამელე კლდე ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურული ძეგლია.

სამერცხლე კლდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სამერცხლე კლდე.

სამერცხლე კლდე ზოდსა და სოფელ დარკვეთს შორის, მდინარე ჯრუჭულის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 600 მ. მდებარეობს. მღვიმე კარსტული წარმოშობისაა. გათხარეს 1963-66 წლებში. ფიქსირებულია 3 კულტურული ფენა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]