ხრეითი
სოფელი | |
---|---|
ხრეითი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხრეითი |
კოორდინატები | 42°20′51″ ჩ. გ. 43°11′11″ ა. გ. / 42.34750° ჩ. გ. 43.18639° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVI საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 920 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1644[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ხრეითი — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდ. ბუჯის (ჩოლაბურის მარცხენა შენაკადი) ზემოთში, ზღვის დოინიდან 920 მეტრი. ჭიათურიდან — 18 კმ., ქუთაისიდან — 88 კმ., თბილისიდან — 198 კმ. სოფელში მოქმედებს საჯარო სკოლა.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის სახელში გამოიყოფა დაბოლოება „ითი“ და ფუძე „ხრე“ ანუ „ღრე“, რაც შემორჩენილია სიტყვებში: კლდე-ღრე, ტყე-ღრე. ესე იგი ხრეითი კლდიან, ღორღიან ადგილს ნიშნავს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წყაროებში პირველად იხსენიება XVI საუკუნეში. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მესიმინდეობა და მეხილეობა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ბუჯის (ჩოლაბურის მარცხენა შენაკადი) ზემოთში. ზღვის დონიდან 920 მეტრი, ჭიათურიდან 18 კილომეტრი. სოფლის ჩრდილოეთით მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის უმაღლესი მწვერვალი საწალიკე (1996 მ.).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში 1820-იან წლებში ცხოვრობდა 100-120 ადამიანი. მოჰყავდათ სიმინდი, ფეტვი, ქერი, მისდევდნენ მევენახეობას.[2]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1644 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 2706 | 1363 | 1343 |
2014[1] | ![]() |
827 | 817 |
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში არის მთამსვლელების სიმონ, ალიოშა და ალექსანდრა ჯაფარიძეების სახლ–მუზეუმი., ფეოდალური ხანის ორი ციხე-დარბაზი, ზეცხის წმინდა გიორგის ეკლესია, მარიამწმინდის ეკლესია. ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი[4].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 508.
- დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 10
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“, გვ. 124 — „განათლება“, თბილისი, 1987
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 10
|