ჭიათურის პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭიათურის პლატოიმერეთის მაღლობის ჩრდილოეთ–დასავლეთი ნაწილი, სადაც კრისტალური სუბსტრატი თითქმის დაუნაოჭებელი მეზოზოურ–კაინოზოური ნალექების შრეებითაა დაფარული, მოქცეულია ჭიათურის, საჩხერის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში. გადაკვეთილია მდინარეების ყვირილის, ძირულის ქვემო დინებების, დუმალის, საძალიხევის, ხელმოსმულისა და სხვა ღრმა და ზოგან კანიონისებრი ხეობებით.

პლატო დახრილია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. დანაწევრების სიღრმე 30–350 მეტრის ფარგლებშია. ჭიათურის პლატოს აბსოლუტური სიმაღლე 300–900 მეტრია. ხეობებს შორის ოდნავ დახრილი, დატალღული ვაკეებია, კორბოულის აღმოსავლეთით ამართულია გორაძირის წყვილი ვულკანური კონუსი. ჭიათურის პლატოზე ბევრგანაა მეწყერები და კლდენაზვავები. ზედაცარცულ კირქვებში განვითარებულია კარსტული ძაბრები, მღვიმეები. აქ 100–ზე მეტი მღვიმეა აღრიცხული. მრავალ მღვიმეში აღმოჩენილია ქვის ხანის ნაშთები (დევისხვრელი, მღვიმევი, გვარჯილისკლდე, რგანი, ჯრუჭულა, სამგლეკლდე, ორთვალაკლდე, ძუძუაკლდე). საყურადღებოა აგრეთვე სვერის, ნიგოზეთის ბერევისისა და სხვა კარსტული მღვიმეები, ნიგოზეთის „ერდოებიანი დერეფანი“.

პლატოზე ხემცენარეულობა უმეტესად განადგურებულია და მხოლოდ ხეობათა ციცაბო გვერდებზეა შემორჩენილი მეორადი ტყე–ბუჩქნარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: