მღვიმევი
სოფელი | |||
---|---|---|---|
მღვიმევი | |||
![]() მღვიმევის მონასტერი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | იმერეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ჭიათურის მუნიციპალიტეტი | ||
კოორდინატები | 42°18′45″ ჩ. გ. 43°17′48″ ა. გ. / 42.31250° ჩ. გ. 43.29667° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 620 მ | ||
მოსახლეობა | 570[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები[2] | ||
რელიგიური შემადგენლობა | მართლმადიდებლები | ||
| |||
მღვიმევი — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 620 მ, ჭიათურიდან 3 კმ. სოფელში არის საბავშვო ბაღი.
სექციების სია
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 570 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 705 | 338 | 367 |
2014[1] | ![]() |
274 | 296 |
მღვიმე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ტერიტორიაზე არის კარსტული მღვიმე, რომელიც წარმოადგენს ორსართულიანი კლდოვანი ფარდულებისა და ეხების კომპლექსს. მასში აღმოჩნდა ზედა პალეოლითის შუა საფეხურის მატერიალური კულტურის ნაშთები. სრულად გაითხარა 1944 წელს. ერთ-ერთი ეხის კედელზე შემორჩენილია პირველყოფილი ადამიანის მიერ ამოკვეთილი ხაზოვან-გეომეტრიული გამოსახულება.
მონასტერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მღვიმესთან ახლოს მდებარეობს დედათა მონასტერი. მონასტრის ტერიტორიაზე ორი ეკლესია დგას. ერთი მაცხოვრის სახელობისაა და ორნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. ნაგებობის ფასადი შემკულია ძალზედ მდიდრული ჩუქურთმებით. ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მთლიანადაა მოხატული. ტაძარში შემორჩენილია კედლის ფრესკული მხატვრობაც. მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ვერძის თავის ბარელიეფი, ხოლო სამხრეთის კედლის გარეთა მხარეს გვხვდება ფრესკული მხატვრობა.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ზაქარია პ., თუშაბრამიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 236, თბ., 1984 წელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|