დარკვეთი
სოფელი | |
---|---|
დარკვეთი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზოდი |
კოორდინატები | 42°19′29″ ჩ. გ. 43°19′49″ ა. გ. / 42.32472° ჩ. გ. 43.33028° ა. გ. |
პირველი ხსენება | [[XVIII საუკუნე]] |
ცენტრის სიმაღლე | 580 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 887[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დარკვეთი — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ზოდის ადმინისტრაციული ერთეული). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ჯრუჭულის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 580 მეტრი, ჭიათურიდან 8 კილომეტრი, ქუთაისიდან – 76 კმ., თბილისიდან – 181 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.
სოფლის მახლობლად არის დარკვეთის, სამგლეკლდის, ორმოების (კოჟების), სამელეკლდის, ძუძუანას მღვიმეები. სოფელს პირველად იხსენიებს იოჰან გიულდენშტედტი (XVIII ს.). სოფელში არის საჯარო სკოლა, გადის საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზა.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 887 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1134 | 574 | 560 |
2014[1] | ![]() |
424 | 463 |
არქეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელ დარკვეთში ეხი გაითხარა 1968-1972 წლებში. გამოვლინდა 5 სხვადასხვა ფენა, რომლებშიც ნაპოვნია კაჟის, რიყის ქვისა და ბაზალტის შრომისა და ბრძოლის იარაღები, სამკაული, ძვლის ნაწარმი, კერამიკა, ჭურჭელი. სოფელში არის X–XI საუკუნეების მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — წმ. გიორგის ეკლესია.
ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დარკვეთში მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც X–XI საუკუნეების მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. თავდაპირველად იგი ერთნავიანი ყოფილა, შემდეგ გარსშემოსავლელი მიუშენებიათ. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[3].
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დოლიძე ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 327.
- დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 43
- ნებიერიძე ლ., დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითი, თბ., 1972
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ
|