კალაური (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კალაური (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
კალაური
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თემი პერევისა
კოორდინატები 42°15′58″ ჩ. გ. 43°19′47″ ა. გ. / 42.26611° ჩ. გ. 43.32972° ა. გ. / 42.26611; 43.32972
პირველი ხსენება XVIII საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 680
მოსახლეობა 356[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კალაური (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
კალაური (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)
კალაური (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
კალაური (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)

კალაურისოფელი ჭიათურის მუნიცპალიტეტში (პერევისის თემი), მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ფრონის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 680 მეტრი. ჭიათურიდან 6 კილომეტრი, ქუთაისიდან – 78 კმ., თბილისიდან – 188 კმ. სოფელში არის მანგანუმის საბადო.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 356 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 497 228 269
2014[1] 356 181 175

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც XIX საუკუნით თარიღდება. ტაძარი რესტავრირებულია.

სოფ. პერევისას საზღვარზე, არის ვერტიკალური კირქვული კედელი, სადაც წყალდიდობის დროს ჩანჩქერის სახით საკმაოდ მაღალი ნაკადი ჩამოედინება. კედლის სიმაღლე 50 მეტრს აღემატება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 493.
  • დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 49

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II