ქვედა ბერეთისა
სოფელი | |
---|---|
ქვედა ბერეთისა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნიგოზეთი |
კოორდინატები | 42°11′19″ ჩ. გ. 43°23′30″ ა. გ. / 42.18861° ჩ. გ. 43.39167° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 840 მ |
მოსახლეობა | 495[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ქვედა ბერეთისა — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ნიგოზეთის თემში). სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფლის ტერიტორიაზე, მდინარე დუმალას ხეობაში შემორჩენილია ბერეთისას ციხე.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე დუმალის ნაპირას. ქვედა ბერეთისა ყველაზე დაბალი ადგილია მდინარე დუმალას ხეობაში, (ზღვის დონიდან 840 მეტრი). სოფელი მდებარეობს ჭიათურიდან 17, ნიგოზეთიდან 6 კილომეტრის დაშორებით.
სოფელს ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფლები უსახელო და წყალშავი, რომელთაგან გამოყოფს მდინარე რკვიანასა და დუმალას წყალგამყოფი სერი. სამხრეთით მას ესაზღვრება სოფელი ქბილარი, რომლისგანაც გამოყოფილია დუმალასა და ახაშმულას წყალგამყოფით. დასავლეთის საზღვარი გადის მდინარე დუმალას ხეობაზე, აქედან ქვედა ბერეთისას ესაზღვრება სოფელი მანდაეთი. ხოლო აღმოსავლეთით კი მას ესაზღვრება სოფელი ზედა ბერეთისა. ქვედა ბერეთისა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ვრცელდება საშუალოდ 5 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 4 კმ-ზე.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 495 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 807 | 374 | 433 |
2014[1] | 495 | 252 | 243 |
არქეოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვედა ბერეთისას ტერიტორიაზე აღმოჩენილია ორი არქეოლოგიური ძეგლი: საწურბლიის შახტი და პირაღია კლდის მღვიმე. მღვიმეები მდებარეობს მდინარე ახაშმულის აუზში, ზღვის დონიდან 895-920 მეტრზე, გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებსა და მერგელებში.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკონომიკის ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა. გავრცელებულია მემინდვრეობა, მემცენარეობა, მესაქონლეობა. სოფელში ასევე არის ქვის კარიერი, მდინარე დუმალაზე კი აგებულია ხელოვნური წყალსაცავი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 509.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ინფორმაცია ქვედა ბერეთისას შესახებ დაარქივებული 2012-03-06 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|