ჯრუჭულა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ჯრუჭულა | |
---|---|
![]() ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა | საქართველო |
სათავე | რაჭის ქედი |
სიგრძე | 25 კმ |
აუზის ფართობი | 210 კმ² |
![]() |
ჯრუჭულა — მდინარე დასავლეთ საქართველოში (საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტები). მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2015 მ-ზე. სიგრძე 25 კმ, აუზის ფართობი 210 კვ.კმ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, მდგრადი წყალმცირობა — ზამთარში, ზაფხულსა და შემოდგომაზე — წყალმოვარდნები.
საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 5, 94 მ³/წმ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 577.