სამელე კლდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სამელე კლდე, ნეოლითისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ძეგლი (ძვ. წ. V - IV ათასწლეულის მინჯა), ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის ტერიტორიაზე, მდინარე ჯრუჭულის მარჯვენა ნაპირას. ძეგლი წარმოადგენს კლდოვან ფარდულს, რომლის სიგანე დაახლოებით 30 მ-ია, სიღრმე - 25 მ, სიმაღლე - 11 მ. ძეგლი გამოვლენილია და გათხრები მიმდინარეობს 1959 წლიდან (გ. ჯავახიშვილი, დ. თუშაბრამიშვილი). დადგენილია კულტურული ჰორიზონტი. აღმოჩენილია კაჟის საფხეკები, სახოკები, სახვრეტები, ქვის სატეხისებრი და სათლელისებრი გახეხილ-გაპრიალებული იარაღი, ხელსაფქვავები, ძვლისა და ირმის რქისაგან გაკეთებული სადგისები, მახათები, საპრიალებლები, საჩიჩქნები და სხვა, აგრეთვე თიხის ჭურჭლის, ძირითადად ქილისებრი მოყვანილობის, თხელ- და სქელკეციანი დაჭდეულზე-დაპირიანი ნატეხები.

სამელე კლდე ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურული ძეგლია.

სამელე კლდის ანალოგიური ძეგლი მიკვლეულია სოფელ რგანის ტერიტორიაზე (ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია), მდინარე ჭერულის ხეობაში. არქეოლოგიური მასალა დაცულია აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]