მირიან III

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მირიან III
Mirian III fresco.JPG
იბერიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 306
მმართ. დასასრული: 332
წინამორბედი: ასფაგურ
მემკვიდრე: ბაკურ II
დაბ. თარიღი:
გარდ. თარიღი: 332
გარდ. ადგილი: მცხეთა
მეუღლე: ნანა
შვილები: რევი
დინასტია: ხოსროვიანები

მირიან IIIქართლის მეფე IV საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინესა (306-337) და სომეხთა მეფის თრდატის (287-330) თანამედროვე. მეფობის დასაწყისში ირანელებთან ერთად იბრძოდა რომაელების წინააღმდეგ. აგრეთვე ებრძოდა თრდატს სომხეთის მოსაზღვრე ქართლის სამხრეთი რაიონების შემოსაერთებლად. მირიან III-ის დროს საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად შემოვიდა წმინდა ნინო. 337 წ. ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა. მირიან III უნდა იყოს IV საუკუნის რომაელი ისტორიკოსის ამიანე მარცელინუსის თხზულებებში მოხსენიებული იბერთა (ქართლის) მეფე მერიბანი, რომელსაც რომაელებმა როგორც თავიანთ მოკავშირეს, უხვი საჩუქრები გაუგზავნეს, რომ ირანელებს არ მიმხრობოდა.

„მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ცნობით, იგი ქართლის მეფე ლევის ძეა. „ქართლის ცხოვრება“ კი მას მიიჩნევს პირველი სასანიანი შაჰის შვილად, რომელიც ერისთავებმა მოიყვნეს უძეოდ გარდაცვლილი მეფე ასფაგურის ასულის ქმრად. ეს ცნობა შეიძლება შეთხზული იყოს პირველი ქრისტიანი მეფე მირიან III-ისთვის ღირსეული წინაპრების გამოძებნის მიზნით.

ლიტერატურა[რედაქტირება]


წინამორბედი:
ასფაგურ
იბერიის მეფე
306 - 332
შემდეგი:
ბაკურ II